"ბორჯომმა" თედო კაკულიას სახელის უკვდავსაყოფად 2-ნომრიანი მაისური გააუქმა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "ბორჯომმა" გულშემატკივრებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, თედო კაკულიას სახელის უკვდავსაყოფად, მისი სათამაშო მე-2 ნომერი აღარ გამოიყენოს.

ამის შესახებ "ბორჯომის" Facebook-გვერდი წერს.

"საფეხბურთო კლუბმა ''ბორჯომმა" გულშემატკივრებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, თედო კაკულიას სახელის უკვდავსაყოფად, აღარ გამოიყენოს ორი ნომერი მაისური.

სწორედ აღნიშნული ნომრით თამაშობდა თედო კლუბში. ''ბორჯომის'' ისტორიაში სამუდამოდ დარჩება თედოს სახელი, გაუქმებული მაისურის ნომერი კი მუდმივად შეგვახსენებს არაჩვეულებრივი მეგობრისა და ფეხბურთელის ხსოვნას", - წერია განცხადებაში.

alt"ბორჯომის" 24 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული