როგორც იცით, ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ევროპის ლიგის პლეი-ოფშია გასული, სადაც ბულგარეთის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა თბილისში 23 აგვისტოს გაიმართება.
"მართალია, ქუთაისის "ტორპედომ" წააგო 0:2, მაგრამ პლეი-ოფში მაინც გავიდა. 5 წელია ასეთი რამე არ მომხდარა და თითზეა ჩამოსათვლელი, როდესაც ქართული კლუბები პლეი-ოფში გადიან.
ვენაცვალე ქუთაისის "ტორპედოს". ალბანეთის თამაშზე არ ვსაუბრობ. ეს არის 2-რაუნდიანი დაპირისპირება, საუბრები იმაზე,
"ფენიორდთან" რომ გავედით 1981 წელს, მსაჯმა რამდენი პენალტი არ მოგვცა და თამაშგარე, ეგ სულ აღარ მაინტერესებდა.
გავიდა ეს "ტორპედო" და დავანებოთ ამ ისტერიკებს თავი. ვიცი, რაოდენ რთულია ალბანეთში თამაში. შიდა სამზარეულოში რა ხდებოდა, ამას ვერ გავიგებთ, რადგან იქ არ ვყოფილვართ.
მერე რა, რომ 0:2 წააგეს?! გავიდნენ და მორჩა... ყოჩაღ "ტორპედოს".
რატომ ვამბობ "ყოჩაღ" - ავხსნი ამას. იმიტომ კი არ ვიძახი, რომ გუნდმა ალბანეთისა და ფარერების კლუბებს მოუგო; იმიტომ ყოჩაღ, რომ ის სკეპტიკოსები გააჩუმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქართული გუნდები ევროთასებზე ვერაფერს იზამდნენ.
ყოველთვის მომყავდა ბატე-ს მაგალითი. ჩადით, ხალხო, ნახეთ და რა არის ბორისოვო. 40-ადგილიანი სასტუმრო აქვთ და 40 კაცზე მეტი რომ ჩადის, სხვა ქალაქში უშვებენ. სტადიონზე დღისით ბაზრობაა, ღამე ფეხბურთს თამაშობენ.
ამაზე საუბარი არ მომბეზრდება. 7 კაცი მუშაობდა გუნდში და ევროტურნირებზე მაინც გადიოდა.
სწორი მუშაობა თუ არის, ყველაფერი გამოვა. კი ჩააგდო ჩემპიონატი, მაგრამ თქვე კაი ხალხო, ჩემპიონატი ჩააგდო "ლესტერმა" და "ტოტენჰემმაც", რომლებიც ორ ფრონტზე იბრძოდნენ.
ძალიან გთხოვთ, ახლა არ დაიწყოთ, რომ "ლუდოგორეცთან" გინდა თუ არა, უნდა გავიდეთ, რადგან ის ასეთი კლუბი არ არის.
ბულგარელები "კუკეშსაც" ჯობნიან, იმ ფარერების კლუბსაც და თუ არ გეწყინებათ, იმ "შერიფსაც", ვინც "ტორპედო" გააგდო. ქუთაისელების შანსები უფრო მცირეა, მაგრამ რა შანსებიც არის, ის უნდა გამოვიყენოთ.
"ტორპედო" თავის თავს უნდა გადაახტეს, გულშემატკივარი მოვიდეს, გაგვიმართლოს, მსაჯმა არ დაგვჩაგროს... ბევრი რამე უნდა მოხდეს, რომ გავიდეს... ისე არ ვქნათ, რომ ახლა გავიძახით, რა კარგია, აქამდე მოვედითო და მერე გინება დავუწყოთ.
რა არის ახლა კარგი და აღსანიშნავი იმაში, რომ აქამდე მოვედით. სხვა გუნდები, რომლებიც წლებია ვარდებიან, გამოდიან და ამბობენ, რომ იმას ბიუჯეტი აქვს უფრო მეტი, იმას ის და იმას ის. თუ სწორად იმუშავებ და ყველაფერს სწორად დაგეგმავ, ყველაფერი გამოვა.
3 დღით ადრე რომ ჩადის "ტორპედო" გასვლით შეხვედრებზე, თქვენ გგონიათ, ეს პატარა ამბავია?! ზედმეტი ხარჯია, მაგრამ ამას შედეგისთვის აკეთებენ. მუშაობს ხალხი და ეს პატარა ნიუანსები საქმეს ადგება.
ძალიან მომეწონა, რომ გასვლაზე ვიზების გამო "ტორპედომ" "კუკეში" არ გაამტყუნა და აღნიშნა, რომ ეს მათი ბრალი არ არისო. ბრავო როინ კვასხაძეს, რომელმაც ამ სწორი და კარგი მუშაობის წყალობით ბოლოს 3 ბურთი "გამოაძრო".
როინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]
მორჩა, აგერ არის თამასა აწეული. ის მითი, რომ ყაზახური, ალბანური და ბალტიისპირული გუნდები დაუძლეველ ბარიერად რომ წარმოგვიდგა - არ არის ასე, ყველასთან შეიძლება თამაში.
"მალმიოს" მოუგო აგერ "ვიდეოტონმა" და ლუქსემბურგის კლუბმა ვარშავის "ლეგია" დაამარცხა.
ჩვენ რომ შეგვხვედროდა "ლეგია", ვიღაცა იტყოდა, გრანდების გრანდი შეგვხვდაო. აგერ, წავიდა "დუდელანჟი" და გამოაგდო.
კიდევ ერთხელ ვულოცავ "ტორპედოს", ჩვენი ჩემპიონი შერცხვენილი არ არის და "ლუდოგორეცთან" დიდი ბრძოლა ელის.
დარწმუნებული ვარ, ხალხი მივა, რადგან გორის "დილაც" ამ სტადიაზე იყო და სტადიონი გაივსო.
ძლივს შეიძლება ისე მოხდეს, "ტორპედოსა" და "დინამოს" გულშემატკივრები დასხდნენ და ერთმანეთთან კონფლიქტი არ მოუვიდეთ", - განაცხადა სალუქვაძემ.
რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"
ქუთაისის "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში მომდევნო ორი ტურის მატჩები გადაუდეს
გამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები
ასე რომ ვურჩევ საკუთარი ნერვები განსაკუთრებით იმ ხალხმა დაიოკოს, ქართული ფეხბურთი და კლუბები პლეი ოფის სტადიაზე რომ ახსენდება. წინ ტორპედო!!!