"ტორპედო"-"ლუდოგორეცის" შეხვედრას თურქ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება

AutoSharing Option
ევროპის ლიგის პლეი-ოფში ქუთაისის "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" შეხვედრას თურქ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი მსაჯი ჰუსეინ გიოჩეკი იქნება, რომელსაც მუსტაფა ეისოი და ქემალ ილმაზი დაეხმარებიან.

გიოჩეკი 41 წლისაა, ხოლო საერთაშორისო არბიტრი 2008 წლიდან გახლავთ.

როგორც ბულგარული საიტები გვამცნობენ, ის ბავშვობაში ჯერ ფეხბურთელობას აპირებდა და "ბეშიქთაშის" აკადემიაში დადიოდა, შემდეგ კი კალათბურთელობაზე გადაერთო და "გალათასარაის" საკალათბურთო სკოლაშიც სცადა ბედი.

გიოჩეკს ხელი ორივეგან მოეცარა და გადაწყვიტა, რომ არბიტრი გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altგაირკვა არხი, რომელიც

ტორპედო-ლუდოგორეცის მატჩს აჩვენებს

alt"ტორპედოსთან" მატჩის წინ "ლუდოგორეცი" კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა

altლევან სალუქვაძე "ტორპედოზე": ისე არ ვქნათ, რომ ახლა გავიძახით, რა კარგია, აქამდე მოვედითო და მერე გინება დავუწყოთ

altტორპედო-ლუდოგორეცის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფუი ეშმაკს. ეს შვეიცარიელზე უარესი იქნება. ხელი წაივლეთ, ამბობენ დათარსვას შველისო. დდდ>>>
ჰაჰა
11:53 22-08-2018
0
მსაჯებთან მუშაობაა საჭირო თამაშანდე..
Vakhtang Lobzhanidze
18:18 22-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული