ამ მატჩს მოუთმენლად ელოდა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი და უნდა რეალურად დაენახვებინა ყველასთვის, რისი უნარი გააჩნია "ტორპედოს" და რამდენად საფუძვლიანია მისი ამბიციები.
მასპინძლებმა თავიდანვე შუტიეს, მაგრამ სტუმებმა ორჯერ ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. "ტორპედო" პირველ ნომრად თამაშობდა, უტევდა, თუმცა "ლუდოგორეცი" თავს პრესინგის გარეშე უნარიანად იცავდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.
პირველად კარში ბურთი მე-15 წუთზე ვურამ დაარტყა, რომელსაც ცენტრალურმა მცველმა ხელი ვერ შეუშალა და მოწოდების სიმაღლეზე იყო კვასხვაძე.
თამაშის
ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვანდერსონი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ქუთაისელთა საჯარიმოში და ანგარიში გახსნა.
თბილისი. "მიხეილ მესხი".
ტორპედო - ლუდოგორეცი 0:1
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, კუხიანიძე, ცინცაძე, ჰლინკა, დოლიძე, ლაჩნი, ქიმაძე
ლუდოგორეცი: ბრაუნი, ნათანიელი, ნედიალკოვი, მოტი, სისინიო, კამპანიარო, დიაკოვი, მარსელინიო, ვანდერსონი, კესერუ, ვურა