"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩში"ტორპედო" "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა.

ამ მატჩს მოუთმენლად ელოდა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი და უნდა რეალურად დაენახვებინა ყველასთვის, რისი უნარი გააჩნია "ტორპედოს" და რამდენად საფუძვლიანია მისი ამბიციები.

სტუმართა გუნდის მწვრთნელის პაულო აუტუორის გეგმა შედეგზე ორიენტირებული და არა ლამაზად თამაში იყო, მეორე ნომრად ათამაშა თავისი გუნდი და მიზანსაც მიაღწია.

მასპინძლებმა თავიდანვე შუტიეს, მაგრამ სტუმებმა ორჯერ ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. "ტორპედო", უტევდა, თუმცა "ლუდოგორეცი" თავს პრესინგის გარეშე უნარიანად იცავდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.

პირველად კარში ბურთი მე-15 წუთზე ვურამ
დაარტყა, რომელსაც ცენტრალურმა მცველმა ხელი ვერ შეუშალა და მოწოდების სიმაღლეზე იყო კვასხვაძე.

თამაშის
ტემპს კი ბულგარელები აგდებდნენ და თამაში მათთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვანდერსონი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ქუთაისელთა საჯარიმოში და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმპში თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა, რაც რაზდრადელებს აძლევდა ხელს. 65-ე წუთზე ვანდერსონი მარცხენა ფლანგიდან გაიჭრა კვასხაძესთან პირისპირ და ქუთაისელთა მეკარემ გადაარჩინა თავისი გუნდი.

"ტორპედოს" იერიშები ერთფეროვანი და უხიფათო იყო და შედეგად მატჩი 0:1 დასრულდა.

ისე, ბულგარულმა სპორტულმა გამოცემებმა სწორედ ეს ანგარიში იწინასწარმეტყველეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
ტორპედო - ლუდოგორეცი 0:1
გოლი: 0:1 ვანდერსონი (45+2)

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, კუხიანიძე (კუტალია 85), ცინცაძე, ჰლინკა, დოლიძე, ლაჩნი (კაპანაძე 61), ქიმაძე (დაფე 70)

ლუდოგორეცი: ბრაუნი, ნათანიელი, ნედიალკოვი, მოტი, სისინიო, კამპანიარო (გორალსკი 66), დიაკოვი, მარსელინიო (ტერზიევი 90+6)), ვანდერსონი, კესერუ (ლუკოკუ 82), ვურალი

altბულგარული მედია იმედიანადაა და "ტორპედო"-"ლუდოგორეცის" პროგნოზს აქვეყნებს

altლუდოგორეცის თავკაცი: კვასხვაძემ არ მოგვცა მეტი გოლის გატანის საშუალება


altკახა ჩხეტიანი: ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი


მკითხველის კომენტარები / 37 /
სამწუხაროდ დავამარცხებთ კუკეშებსა და ფარერებს და გადაჭარბებული მოლოდინები იქმნება ხოლმე. ასეა სანაკრებო დონეზეც და ხალხი მაინც სულ ოპტიმისტურადაა ბეყერასავით. მაინც მადლობა ტორპედოსო, მადლობა რისთვის? არც სამადლობელია რამე და არც დასაძრახი, ესაა რეალური დონე, რაცაა ესაა, თორემ მონდომებით ყველა ინდომებს დღეს უკვე საქართველოსშიც და ანდორაშიც ალბათ, მონდომებისთვის და ბრძოლისთვის მადლობას არ უნდა იხდიდეთ
levani
22:50 23-08-2018
6
ეტყობოდა რომ ტორპედო შეშინებული ეთამაშებოდა საშუალო დონის გუნდს,ჩემი აზრით ლუდოგორეცი ისეთივე დონის გუნდია,როგორც საქართველოს ჩემპიონატში,მონაწილე ლიდერი გუნდებია და არაფრით მეტი,მოკლედ ფსიქოლოგიური მომენტია და მწვრთნელის ხელი...
zastaveli
23:48 23-08-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული