- ერთ რაღაცას ვიტყვი: მადლობელი ვარ ფეხბურთელების, შეხვედრა ჩვენი შეტევებით დაიწყო და შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო. პირველი ტაიმის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და ამას მოყვა გოლი, რის შედეგადაც განვიცადეთ ამ მატჩში მარცხი.
ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი, ბოლომდე ვიბრძოლებთ. წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა, ფსიქოლოგიურად ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება და ვეცდებით რაზგრადში გოლი გავიტანოთ.
ბევრი ამბობს,
მოსამზადებელი პერიოდი ორი კვირაც არ გვქონია, რომ სათანადოდ მოვმზადებულიყავით. ჩვენ თამაშებში გვიწევდა ფორმაში შესვლა, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია, რომ გუნდი მეორე ტაიმში დაიღალა. კიდევ ორი შეცვლა რომ მქონოდა, ფეხბურთელებს ალბათ შევცვლიდი (იცინის).
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომ თბილისში არაფერი დასრულებულა და მეტი შეგვიძლია.
გუნდს ყველა მხვრივ მოსამატებელი აქვს და გასაძლიერებელი ვართ. შემდეგ შეხვედრამდე მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამაზე.
მთლიანობაში ჩემი ფეხბურთელების მოქმედებით კმაყოფილი ვარ და მინდა მადლობა ვუთხრა. წინ საპასუხო მატჩია...
დიდი მადლობა მინდა გადავიხადო გულშემატკივარს, რომ მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.
"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]
ლუდოგორეცის თავკაცი: კვასხვაძემ არ მოგვცა მეტი გოლის გატანის საშუალება