კახა ჩხეტიანი: ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი

AutoSharing Option
23 აგვისტოს ევროპა ლიგის პლე-იოფის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შესახებ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- ერთ რაღაცას ვიტყვი: მადლობელი ვარ ფეხბურთელების, შეხვედრა ჩვენი შეტევებით დაიწყო და შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო. პირველი ტაიმის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და ამას მოყვა გოლი, რის შედეგადაც განვიცადეთ ამ მატჩში მარცხი.

ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი, ბოლომდე ვიბრძოლებთ. წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა, ფსიქოლოგიურად ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება და ვეცდებით რაზგრადში გოლი გავიტანოთ.

ბევრი ამბობს,
რომ მეტოქე არაფერი გუნდი არ არის, თუმცა ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩემმა ბიჭებმა კარგი თამაში აჩვენეს და ისინი ამდაგვარად წარმოაჩინეს.

მოსამზადებელი პერიოდი ორი კვირაც არ გვქონია, რომ სათანადოდ მოვმზადებულიყავით. ჩვენ თამაშებში გვიწევდა ფორმაში შესვლა, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია, რომ გუნდი მეორე ტაიმში დაიღალა. კიდევ ორი შეცვლა რომ მქონოდა, ფეხბურთელებს ალბათ შევცვლიდი (იცინის).

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომ თბილისში არაფერი დასრულებულა და მეტი შეგვიძლია.

გუნდს ყველა მხვრივ მოსამატებელი აქვს და გასაძლიერებელი ვართ. შემდეგ შეხვედრამდე მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამაზე.

მთლიანობაში ჩემი ფეხბურთელების მოქმედებით კმაყოფილი ვარ და მინდა მადლობა ვუთხრა. წინ საპასუხო მატჩია...

დიდი მადლობა მინდა გადავიხადო გულშემატკივარს, რომ მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

altლუდოგორეცის თავკაცი: კვასხვაძემ არ მოგვცა მეტი გოლის გატანის საშუალება

მკითხველის კომენტარები / 20 /
კარგი რა. მე კი არ ვამტყუნებ, უბრალოდ უკეთესი გუნდია. ახლა ქომაგი გუნდის მფლობელს უნდა მიაწვეს, რათა ტორპედო არ დაშალოს, პირიქით ლეგიონერები უნდა დაამატოს. კაჭარავა სულელია, რომ ამბობს ლეგიონერი 2 თავით უნდა სჯობდეს აქაურსო. იმ ლეგიონერებს თამაშის ახალი სტილი შემიაქვთ, კონკურენცია შემოაქვთ რაც ხელს უწყობს წინსვლას. ეხლა არ გვინდა არც ბაქი ბუქი (იქ მოვიგებთო) არც მწუხარება. წინა სირცხვილთან შედარებით ტორპედომ დიდი ნაბიჯი გადადგა, მომავალ წელს კიდევ უფრო შორს წავა.
ჰაჰა
24 აგვისტო 2018 07:16
2
კიდევ კარგად წააგეს! მე 0-3 ველოდებოდი! რაც შეეხება დამთავრება არ დამთავრებას. ის თამაშამდე დამთავრებული იყო!
დავით 67
24 აგვისტო 2018 01:29
9
ქართველებს გვიყვარს ოცნებები, ჯობია მიწაზე დავეშვათ, საქართველოს გუნდების დონე დაბალია, ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოთ ბევრი გვაკლია.
s.s.
24 აგვისტო 2018 00:52
4
საერთოდ ასეთია თქვენი მენტალიტეტი რომელიც გღუპავთ ხოლმე
999
24 აგვისტო 2018 09:18
8
რამოგეწონა კაცს ვერატყუებდნენ კარში 2 ჯერ დაარტყეს ეგეც მეკარემ გააქვავა და ეგ თამაში მოგეწონა??? და თავდამსხმელი როგორ ვერ მოიყვანეთ ლაჩნი აზრზე არაა კაპანაძე დაბალია და საჰაერო ორთაბრძოლებში შანსი არააქვს შემდეგზე რაც შეილება შემტევი კამანდა უნდა დააყეოს მე მაგალითად ასე დავაყენებდი - შუა მცველები {3} ხურცილავა კობახიძე აზაცკი მარცხნივ ქიმაძე მარჯვნივ გეგეჭკორი {ოღონდ წინ როიყვნენ} მაგათ წინ მარცხნივ დაფე მარჯვნივ დოლიძე საყრდენი ცინცაძე მაგათ წინ კუხიანიძე კაპანაძე და თავდასხმაში ლაჩნი ან გლეოფილო დააყენოს იქნებ რამე ქნას ესენი ვერაფერს შვებიან და
და
23 აგვისტო 2018 23:46
8
ეს გუნდის მფლობელიცაა?
კახა
23 აგვისტო 2018 23:30
2
კარში დაურტყმელას გოლი არ გადის და ისინი თუ აუტეხავენ ტავის კარებში ბაგა ბუგს დიდი ალბათობით მოიგებთ
lado
23 აგვისტო 2018 23:28
2
ამ ჩურბანს დამიხედეთ,კიდეც რომ იმუქრება.რისი მაქნისი იყავი,ეგერ გამოჩნდა და ეხლა ნუ გვაბოლებ.შენი ტაქტიკა და სტრატეგია მოვ...ნ.
status quo
23 აგვისტო 2018 23:07
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული