უქომაგე ქუთაისის "ტორპედოს" ბულგარეთში - გთავაზობთ წასვლის იაფ ვარიანტს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პლეი-ოფში ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა და მისი შანსები კიდევ უფრო შემცირდა.

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

გასახარია ის, რომ სტადიონზე დაახლოებით 18 000-20 000-მდე მაყურებელი იყო და ქართულ კლუბს მხარდაჭერა არ მოჰკლებია. თუმცა ამხელა მხარდაჭერას არ ელოდნენ ორიგანიზატორები, რადგან სტადიონის თითოეულ მხარეში მხოლოდ ორი კარი იყო ღია და ძალიან დიდი რიგები იდგა. ზუსტად ამის ბრალიც იყო, რომ სტადიონზე ხალხი პირველი ტაიმის დროსაც კი რიგში იდგა.

"ტორპედოს" საგულშემატკივროდ ბულგარეთში წასვლის მსურველებს იაფ

გამოსავალს გთავაზობთ.





ლოკაცია
"ლუდოგორეცის" მშობლიური ქალაქი რაზგრადია, რომელიც ბულგარეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს. ქალაქში 33 000 ადამიანი ცხოვრობს. "ლუდოგორეც არენა" 11 000 ადამიანს იტევს და ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს.

ბულგარეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და შენგენის ზონაშიც შედის. შესაბამისად, საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს.

ტრანსპორტირება - ორმხრივი 86 ევრო
იყო დრო, რომ ქუთაისიდან ორი გზა დედაქალაქ სოფიაში სულ რაღაც 50 ლარად ვიმგზავრე. თუმცა, სამწუხაროდ, კოპიტნარის აეროპორტიდან ფრენები გააუქმეს და ახლა ამის შესაძლებლობა არ არის.

სხვა აეროპორტებიდან ამ ეტაპზე ავიარეისები ბულგარეთში საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა გაცილებით იაფი ჯდება ავტობუსები, მაგრამ ამავდროულად, დიდ დროსაც მოითხოვს.

შეხვედრა 30 აგვისტოს, იქაური დროით 20:00 საათზე არის ჩანიშნული. ამიტომ თადარიგი ორი დღით ადრე უნდა დაიჭიროთ. ფასის მხრივ, იდეალურია ბათუმის არჩევა, ბათუმიდან სტამბულის მიმართულებით მიდის მეტროს ავტობუსები, რომელთა ღირებულებაც სულ რაღაც 17 ევროა. ავტობუსი 17:30 საათზე მიდის და მეორე დღეს, 15:30 საათზე უკვე სტამბულში იქნებით.

თქვენ მცირე დროც გექნებათ სტამბულის ცენტრში გასასეირნებლად, საღამოს 21:00 საათზე კი "ნიშიკლის" ფირმის ავტობუსი 21 ევროდ პირდაპირ რაზგრადში ჩაგიყვანთ.

ანუ სულ, ჯამში, ერთი გზა 38 ევრო დაგიჯდებათ. წამოსვლის ბილეთები 10 ევროთი ძვირი დაჯდება, ანუ 48 ევრო.

სასტუმრო - 23 ევრო
ქალაქში 20 ევროდ ცენტრალურ სასტუმროში შეძლებთ დაბინავებას, თუმცა გირჩევდით, გაცილებით უკეთესია სამვარსკვლავიანი სასტუმრო "მიმოზა", რაც 23 ევრო ღირს - დილის საუზმეც შედის და დიდი აუზიც აქვთ.

Sportall.Ge

თუ განსაკუთრებული ეგზოტიკის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ "ტყის ტრაილერი" 11 ევროდ დაჯავშნოთ, ხოლო კერძად თქვენ მიერ ტბაში დაჭერილი თევზი მიირთვათ.

თუმცა ოპტიმალურ ვარიანტად სამვარსვლავიანი სასტუმრო ვარჩიოთ. თუ ორნი წახვალთ, სასტუმროს ოთახის თანხასაც გაინაწილებთ, რაც გაცილებით კომფორტულია.

კვება - დღეში 5 ევროდან 10 ევრომდე
რაზგრადში საკვები საკმაოდ იაფი ღირს. თუ მაღაზიას მიაშურებთ, დღეში შეიძლება 5 ევროც გეყოთ. თუმცა, თუ არჩევანს კაფეებზე გააკეთებთ, ნორმალური კვებისთვის 10 ევრო საკმარისი იქნება.

ამავდროულად, არც გზებზე დაგეხარჯებათ ბევრი ფული, რადგან თურქეთში ლირის კურსი მინიმუმზეა დავარდნილი და საპასუხოდ ფასების ცვლილება ჯერჯერობით არც ისე მაღალია.

მატჩის ბილეთები - 5 ევრო
შეხვედრის ბილეთები 5 ევროდან 8 ევრომდე მერყეობს. რაც შეეხება VIP-ს, 50 ევრო ღირს.

ბილეთების ყიდვა "ლუდოგორეცის" ბაზაზეა შესაძლებელი, ხოლო სტადიონზე შეხვედრის დღეს გაიყიდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბილეთებზე არცთუ ისე დიდი მოთხოვნაა და შესაბამისად, თუ წასვლას გადაწყვეტთ, ადგილზეც დაგხვდებათ.

საბოლოო ჯამში, დაახლოებით ეს სიამოვნება 150 ევრო ჯდება. თუ წასვლა გადაწყვიტეთ და რაიმე საკითხებში დახმარება დაგჭირდათ, მოგვმართეთ და აუცილებლად დაგეხმარებით.

altწინ მატჩ-რევანშია - რას წერენ და ამბობენ ბულგარელები "ტორპედო" - "ლუდოგორეცის" თამაშზე?

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა დონის მაზოხისტი უნდა იყო 3 დღე ავტობუსით იმგზავრო, მერე ტორპედოს წვალებას უყურო... გუშინ რო ვიყავი სტადიონზე და ვისიამოვნე იმითაც ყელამდე ვარ!!!
Musenbezi
14:30 24-08-2018
5
გუსინდელი ტანჯვაც გვეყოფა ეხა 6 დღე ავტობუსში, რომ არ ვათენო :D
Dimitriusi
15:39 24-08-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული