"ტორპედო" რაზგრადში ჩაფრინდა და პირველი ვარჯიში ჩაატარა

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, სადაც ხვალ "ლუდოგორეცთან" ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩს ჩაატარებს.

გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება მერაბ გიგაური. მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ბულგარეთში 18 ფეხბურთელი იახლა.

გუნდი სასტუმროში დაბინავდა და საღამოს სტადიონზე ივარჯიშა.

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია

მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლექსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე

ნახევარმცველები:
მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, გიორგი კუხიანიძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, მარეკ ჰლინკა, ლევან კუტალია

თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, მილოშ ლაჩნი

თამაში 30
აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელეტრანსლაციას "სილქ უნივერსალი" განახორციელებს.

alt"ტორპედო" ბულგარეთში გაემგზავრა - მატჩს ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

მკითხველის კომენტარები / 3 /
გიგაური დაეხმარება კი არა ხელს უშლის, კარგია რო არაა!
სანდრო
12:04 30-08-2018
0
ტორპედოს შანსი 5-95 ზეა ჩვენ საწინააღმდეგოდ.ასეთი დაბალი დონის ლეგიონერებით ჯგუფში მოხვედრა წარმოუდგენელია. ტოპედოს ხელმძღვანელობამ გაუშვა გუნგიდან ქართველი ფეხბურთელები და მოიყვანა მათზე უფრო სუსტი ლეგიონერები თან 1 კვირით ადრე. 350 000 დოლარად შეფასებული და უფრო დაბალ ფასად შეფასებული ლეგიონერებით შორს რომ ვერ გაფრინდებით რათ უნდა ამას თქმა. 1 მილიონად ღირებულ ლეგიონერს ან ქართველს რომ დაიმატებ მაშინ გექნება ჯგუფში მოხვედრის შანსი. მოკლედ გუნდის ახალ მფლობელს ზედმეტად 1 თეთრის დახარჯვა არ უნდა კლუბში და იქეთ უნდა თავიდანვე ფულის შოვნა!
kika
10:53 30-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული