თბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასის ფინალშია

AutoSharing Option
ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასზე "დინამოელები" წარმატებით გამოდიან.

შეჯიბრის მეორე დღეს თბილისელებმა ბელორუსის "ნემანი" 3:0 დაამარცხა (დუბლი ჯადული იობაშვილმა შეასრულა, ერთი გოლიც საბა გეგიაძის ანგარიშზეა), ხოლო ლიეტუვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიასთან ფრედ 0:0 ითამაშა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

პირველ დღეს ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა ლატვიური "დაუგავპილსი" 1:0 დაამარცხეს, ესტონურ "კალევს" კი 3:1 აჯობეს. ნახევარფინალში თბილისელები A ჯგუფის გამარჯვებულ "ბატეს" შეხვდნენ, რომელმაც ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ინლისური "მიდლსბრო" 5:0 დაჯაბნა.

ნახევარფინალის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე მიილია, სათამაშო უპირატესობას კი ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ. მეორე ტაიმში
"დინამომ" ზეწოლას უმატა და ორი გოლის გატანაც მოახერხა. პირველ შემთხვევაში ლუკა ჯანაშიამ გამოიჩინა თავი, მეორე გოლი კი ანრი როსივერის ანგარიშზეა.

ამრიგად "დინამომ" ფინალური შეხვედრის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ პაექრობას ვასილ გეგუჩაძის შეგრიდები ირლანდიური "ჩერი ორჩარის" წინააღმდეგ გამართავენ.

ფინალი დღეს, 4 ნოემბერს თბილისის დროით 14:20 დაიწყება.

altთბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასზე გაემგზავრა

მომზადებულია Fcdinamo.ge-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ფისფიაც როგორ ბიძინასასავით იტყუება რაა ...სადაა აფრიკელი ლეგიონერები რო დაგვპირდა..ახლა ვუყურებ ქუათაისი დინამოს თამაშს და ძალიან უჭირს ასეთ დინამოს ქუთაისის წინააღმდეგაც კიი.....
ვაი შენს პატრონს
18:28 04-11-2018
1
ეს ფისფიაც როგორ ბიძინასასავით იტყუება რაა ...სადაა აფრიკელი ლეგიონერები რო დაგვპირდა..ახლა ვუყურებ ქუათაისი დინამოს თამაშს და ძალიან უჭირს ასეთ დინამოს ქუთაისის წინააღმდეგაც კიი.....
ვაი შენს პატრონს
18:29 04-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული