"საბურთალომ" "დინამო" 2:1 დაამარცხა და 3 ტურით ადრე გახდა საქართველოს ჩემპიონი, მისმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კი ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.
"ბევრი ქულა დავკარგეთ, თორემ აქამდეც უნდა გავმხდარიყავით ჩემპიონები. შესაძლოა, ოქროს მედლების მოსაპოვებლად ასეთი თამაშის მოგება იყო საჭირო. მიზნის მისაღწევად მთელმა გუნდმა დიდი სამუშაო გასწია.
ახლა ჩვენთვის ახალი ეტაპი იწყება. ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ტურნირზე ჩავერთვებით. ყველანაირად ვეცდებით ღირსეულად ვიასპარეზოთ".