საქართველოს ჩემპიონატში 65 წლის ფეხბურთელმა ითამაშა და გოლიც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ხარაგაულში საქართველოს რეგიონული ლიგის დასავლეთის ქვედა ჯგუფის მატჩი ადგილობრივ "ჩხერიმელასა" და ოზურგეთის "მერცხალს" შორის გაიმართა. ყოველდღიური სპორტული გაზეთის, "ლელოს" ვებგვერდის ინფორმაციით, მატჩში მონაწილეობა 65 წლის ფეხბურთელმა მიიღო.

გამოცემის ცნობით, მატჩი ოფიციალური იყო და ვეტერან სოსო აბაშიძეს მასში მონაწილეობის უფლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მისცა.

სოსო აბაშიძე 1953 წლის 3 მაისს დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ისლარში. 1973-74 წლებში თამაშობდა თბილისის ასკ-ში (საქართველოს ჩემპიონატის I ლიგა, მწვრთნელი ზაურ კალოევი), 1974
-80 წლებში - ხაშურის "ივერიაში" (მწვრთნელი ნოდარ ქურდაძე), ხოლო 1980-87 წლებში - ხარაგაულის "ჩხერიმელაში" (მწვრთნელი მურთაზ აბაშიძე).

ხარაგაულის საფეხბურთო კლუბი "ჩხერიმელა" სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა 1980 წელს, ხოლო სტადიონი, სადაც ეს გუნდი თამაშობს, 2004 წლიდან ატარებს ძმების - სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელს.

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ Lelo.ge-ს.

altმსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელს 51 წელი შეუსრულდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
საგოლე გადაცემის ავტორი მე თვითონ ❤️❤️ ყველაზე ჟილკიანი ბაბუ ❤️❤️
ლაშა
16:04 12-12-2018
1
აგერ ნახავთ 70 წლისას თუ არ ითამაშებს ნაკრებში დვალიშვილი
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული