საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" ინფორმაციით, თბილისში ზამთრის თასზე სათამაშოდ ბუნდესლიგის, გერმანიის თასის და სუპერთასის გამარჯვებული ხორვატი ივიცა ოლიჩი ჩამოვა.
სფფ-მ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში კონკურსი შესთავაზა, სადაც ის ცნობილი ფეხბურთელი უნდა გამოეცნოთ, რომელიც 2019 წლის ზამთრის თასზე ითამაშებს.
კონკურსი დასრულდა - სწორი პასუხი ივიცა ოლიჩია.
კონკურსი დასრულდა - სწორი პასუხი ივიცა ოლიჩია.
ზამთრის თასზე მის გარდა მარკო მატერაცი, ჯერემი ნჯიტაპი და ნუნუ გომეში მიიღებენ მონაწილეობას.