თბილისში ზამთრის თასზე ბუნდესლიგის, გერმანიის თასის და სუპერთასის გამარჯვებული იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" ინფორმაციით, თბილისში ზამთრის თასზე სათამაშოდ ბუნდესლიგის, გერმანიის თასის და სუპერთასის გამარჯვებული ხორვატი ივიცა ოლიჩი ჩამოვა.

სფფ-მ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში კონკურსი შესთავაზა, სადაც ის ცნობილი ფეხბურთელი უნდა გამოეცნოთ, რომელიც 2019 წლის ზამთრის თასზე ითამაშებს.

კონკურსი დასრულდა - სწორი პასუხი ივიცა ოლიჩია.

ზამთრის თასზე მის გარდა მარკო მატერაცი, ჯერემი ნჯიტაპი და ნუნუ გომეში მიიღებენ მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული