ლევან კობიაშვილმა კანდიდატურა დაარეგისტრირა - ორმაგად უფრო მოტივირებული ვარ

AutoSharing Option
დღეს, 18 იანვარს ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე კანდიდატურა დაარეგისტრირა.

ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთია, ვისაც აქამდე აქვს კანდიდატურა წარმოდგენილი. ის 30 დელეგატიდან 27-მა წარადგინა.

განაცხადების მიღება 21 იანვრამდე გრძელდება და არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება.

განაცხადის დარეგისტრირების შემდეგ ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ორმაგად უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე ეს პირველ არჩევნებზე იყო. მაშინ სულ სხვა რეალობა იყო და ახლა სულ სხვაა. ჩემთვის პირველ რიგში პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობა. რასაკვირველია, ამავდროულად, დიდი გამოწვევაა და მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმდგენს, რომლებმაც
კიდევ ერთხელ მხარი დამიჭირეს.

დარწმუნებული ვარ, მე იმ ადამიანებთან, იმ გუნდთან და საფეხბურთო სამყაროსთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებ და განვახორციელებ. ეს კი საერთო ინტერესია და ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ ქართული ფეხბურთი. განსაკუთრებულია ჩემთვის, როცა ასეთი მხარდაჭერა მაქვს და ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

როგორც წესი, არსებობს 4-წლიანი ციკლი, არჩევნები კი საარჩევნო წელიწადს ინიშნება სხვადასხვა პერიოდში, ეს მიღებული ფორმაა სხვადასხვა ქვეყნისთვის. რასაკვირველია, ეს ჩვენთანაც ხდება, იანვარშიც ყოფილა არჩევნები და წლის ბოლოსაც.

ამ თემაზე რაიმე სახის კითხვის ნიშანი ჩემთვის არ არის. ბუნებრივია, ჩვენთვის პირველ რიგში მთავარი იყო, დანიშნულიყო იმ დროს, სანამ დაიწყებოდა ჩემპიონატი ან სანაკრებო ციკლი, რათა ნებისმიერ ხელმძღვანელს ჰქონოდა დრო, თავისი იდეები განეხორციელებინა.

ასევე მეორე ფაქტორია, რომ 15 თებერვალი არის ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღე, პირველი ყრილობა ზუსტად ამ დღეს ჩატარდა".

altლევან კობიაშვილი სფფ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად დღეს დარეგისტრირდება

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბავშვები ოცნებობენ ფეხბურთზე სიარულზე. მითუმეტეს რეგიონებში და სოფლად! უამრავ სკოლას საშუალო და დიდი სტადიონი აქვს და მიგდებულია!!!
---
ამდენი ხანია ამდენმა მილიონერმა ვერ გახადა ფეხბურთი საყოველთაო სპორტად!!!
---
ბავშვები ოცნებობენ ბურთზე, მწვრთნელზე, შეჯიბრებებზე...
---
თბილიში ყველაზე იაფი საბავშვო საფეხბურთი სკოლა თვეში 50-60 ლარები ღირს... გრცხვენოდეთ!!!
ნუგო
21:59 18-01-2019
0
ვის რათ უნდა ეს კალაძის ფინია, თვითონაც ვერ გარკვეულა სპორტსმენია თუ პოლიტიკოსი, მთელი ფედერაცია ქოცნახირით და კალაძის ხელისბიჭებით აავსო.
ლევან კობიაშვილი-კალაძისა
19:32 18-01-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული