მიდის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" - ფეხბურთელის კომენტარი

AutoSharing Option
ეს დღეები აქტიურად მიდის საუბარი "რუსთავის" ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის "ლოკომოტივში" გადაბარგების შესახებ.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და ინფორმაცია გადაამოწმა.

- უკვე აქტიურად იწერება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივში" შეიძლება წახვიდე იჯარით. რამდენად რეალურია ეს ფაქტი და რას ფიქრობ, შეძლებ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას?
- ჯერ არაფერი არ არის დაზუსტებით გადაწყვეტილი. ჩემი აგენტი მუშაობს ამ საკითხზე, თუ სად გავაგრძელებ კარიერას. როცა დაზუსტებით გვეცოდინება, რა როგორ იქნება, შეგატყობინებთ. დანარჩენზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ.

- როგორ შეაფასებ შენს წინა სეზონს? რამდენად კმაყოფილი ხარ, თვლი, რომ
შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინე?
- ალბათ, ფეხბურთელი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არ უნდა იყოს და სულ მაქსიმალურზე უნდა იფიქროს. სეზონს დადებითად შევაფასებდი, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვავლინე.

- წინა წლის განმავლობაში იყო ჭორები "ბაიერნზეც" და ა.შ. რა გრძნობაა, როცა შენით ასეთი გრანდი ინტერესდება და იყო თუ არა ეს რეალური?
- როცა შენით ასეთი გრანდი ინტერესდება, ეს ორმაგი მოტივაციაა. იყო მოლაპარაკება, რომელიც არ შედგა.

- რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს "რუსთავში" და რას ელი მომავალი სეზონისგან?
- "რუსთავში" თავს მშვენივრად ვგრძნობ და დრო გვაჩვენებს ყველაფერს.

altsport-express.ru: ქართველი სუპერტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მოსკოვის "ლოკომოტივს" სურს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბაიერნს უნდა თანაც იხვეწება..წავიდეს ბაიერნში მოსკოვის ლოკომოტივს ხომ ჯობია ბევრად
მიუხენი
20:30 23-01-2019
0
რუსეთის პრემიერლიგაში ვერ ქაჩავენ და ეგ თქვით რა. სხვა მეტი არაფერი გეთქმით და ევროპა ევროპას გაიძახით! დააბრალეთ ყველაფერი რუსეთს ეხლა! ლოკომოტივი ცსკა და სპარტაკი ლუბოი საშუალოზე ძლიერ გუნდს გახევენ ანგარიშში. ვის რად უნდა ეს ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელები ევროპაში ვის? ერთი გუნდი ან ტრანსფერი დამისახელეთ რომელიმე რომ ქართველი ეყიდოს ნორმალურ გუნდს?
საბა
17:08 23-01-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული