კალაძე, კაკა, ოუენი... - "მილანის" და "ლივერპულის" ლეგენდები ენფილდზე ითამაშებენ

AutoSharing Option
23 მარტს ენფილდზე "ლივერპულისა" და "მილანის" ლეგენდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება, სადაც მონაწილეობას "როსონერის" ყოფილი მცველი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძეც მიიღებს.

ვეტერანი ქართველის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას ისეთი ვარსკვლავები მიიღებენ, როგორებიცაა: პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, ჯემი კარაგერი, მაიკლ ოუენი, კაკა და სხვები.

გუნდების სრული განაცხადები კი ასე გამოიყურება:

მილანი: აბიატი, ამბროზინი, ბონერა, ბორიელო, კაფუ, კარბონე, კოსტაკურტა, დიდა, ფავალი, ფიორი, გატუზო, ჯილარდინო, ინძაგი, კაკა, იანკულოვსკი, კალაძე, მალდინი, ნესტა, ოდო, პანკარო, პირლო, რუი კოშტა, სერჟინიო, სიმიჩი, სტამი, სტორარი.

ლივერპული: იერჟი დუდეკი,
სენდერ ვესტერველდი, დენიელ აგერი, ჯემი კარაგერი, სამი ჰიიპია, გლენ ჯონსონი, ალან კენედი, ბიორნ ტორ კიარმი, ჯეისონ მაკატირი, ჯიმი ტრაორე, პატრიკ ბერგერი, სალიფ დიაო, ლუის გარსია, სტივ მაკმანამანი, ვლადიმირ სმიცერი, ჯონ ოლდრაიჯი, ჯიბრილ სისე, რობი ფაულერი, დირკ კიუტი, მაიკლ ოუენი, იან რაში.

წყარო: "ლივერპულის" ოფიციალური ვებგვერდი
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ფორმაციის მილანშიც და ლივერპულში მოთამაშე საუკეთესოები ვინც იყვნენ ისინი არ არიან: შევჩენკო და ჯერარდი. ალბათ დამეთანხმებით რომ ისინი თავიანთ გუნდებში საუკეთესოები იყვნენ.
roma
22:41 07-02-2019
0
ესეთ შემადგენლობასი მოხვედრა იოლი საქმე არ არის. დამსახურება უნდა მთელი კარიერის მანძილზე...
tngh
15:18 07-02-2019
0

სიახლეები პოპულარული