ესიენი, დეკუ, არველაძე - ვეტერანი ფეხბურთელები ბაქოში ითამაშებენ

AutoSharing Option
უეფას ევროპა ლიგის 2019 წლის ფინალურ მატჩს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.

ფინალური მატჩის კამპანიის ფარგლებში, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 3 მარტს, ბაქოში ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელების მატჩი გაიმართება.

როგორც "არველაძეების ფონდის" Facebook-გვერდი იუწყება, მატჩში მონაწილეობას ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი რეზი არველაძეც მიიღებს.

"ეიდურ გუდიონსენთან, დეკუსთან, მაიკლ ესიენთან, იერჟი დუდეკთან და ნიჰათ კაჰვეჩისთან ერთად, მატჩში მონაწილეობას არველაძეების ფონდის დამფუძნებელი რეზი არველაძეც მიიღებს." - ვკითხულობთ ფონდის გვერდზე.


altკალაძე, კაკა, ოუენი... - "მილანის" და "ლივერპულის" ლეგენდები ენფილდზე ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული