ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსი შენდება - ლევან კობიაშვილმა მშენებლობა დაათვალიერა [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატთან, რეზო სოხაძესთან ერთად, პირადად გაეცნო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსი აშენდება, რომელიც 1 სტანდარტულსა და ერთ პატარა მოედანს, გასახდელებსა და 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას მოიცავს. ამასთან, ვარკეთილში განათების სისტემაც დამონტაჟდება.

პროექტის მნიშვნელობასა და მის როლზე, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისით, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება:

"2018 წელს ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ინფრასტრუქტურული განახლებები,
თუმცა, ბუნებრივია, ის, რასაც ვაკეთებთ, საკმარისი ვერ იქნება და ჯერ კიდევ ვდგავართ ამ გამოწვევების წინაშე. ბავშვთა ფეხბურთის განვითარება პირდაპირ დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, რადგან ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ითამაშონ ფეხბურთი. ეს პროექტიც სწორედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზეა ორიენტირებული", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

Sportall.Ge

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ყოჩაღ ფედერაციას. გთხოვ ლევან ჩადი ზუგდიდში და მოლაპარაკებაზე წამოიყვანე ის ხალხი ვისაც ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა ეხება. ან რა გახდა ასეთი სახელმწიფო რატო არ გაძლევთ იმ სტადიონს. ეს საქმეც მოაგვარეთ და მართლა დაფასდება თქვენი მუშაობა
გოგა
10:02 06-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული