ფოტო: Gff.ge
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატთან, რეზო სოხაძესთან ერთად, პირადად გაეცნო.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსი აშენდება, რომელიც 1 სტანდარტულსა და ერთ პატარა მოედანს, გასახდელებსა და 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას მოიცავს. ამასთან, ვარკეთილში განათების სისტემაც დამონტაჟდება.
პროექტის მნიშვნელობასა და მის როლზე, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისით, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება:
"2018 წელს ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ინფრასტრუქტურული განახლებები,
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით