კვიპროსული მედია: "ანორთოსისის" ფანები მესია ქეცბაიას ელოდებიან

AutoSharing Option
ფოტო: omada.reporter.com.cy

კვიპროსული გამოცემა Omada Reporter-ი ფამაგუსტის "ანორთოსისში" თემურ ქეცბაიას შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება.

ონლაინგამოცემა პასუხობს ნიქოზიის "აპოელის" ვეტერან ფეხბურთელ ტაკის ანტონიუსს, რომელმაც განაცხადა, რომ ქეცბაია ძალიან კარგი მწვრთნელია, თუმცა ის მესია არ არის და მისი დაბრუნების შემთხვევაში სიტუაცია წამიერად ვერ შეიცვლება.

"დიახ, ქეცბაია მესია არ არის. გამარჯვების გზაზე გუნდის დასაბრუნებლად მას საკმაო დრო დასჭირდება. თუმცა თემურმა იცის ამის შესახებ და მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა - წლების წინ, როდესაც "ანორთოსისი" ასევე რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თემურმა ყველაფერი გამოასწორა. ამას დრო
დასჭირდა, მაგრამ მან ეს გააკეთა - 2008 წელს "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. თემურის "ანორთოსისმა" ისტორია დაწერა! ის გახდა პირველი კვიპროსული კლუბი, რომელმაც ევროთასების, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

მაშინ თემური "ანორთოსისისთვის" სწორედ მესია იყო. მას შემდეგ კი გუნდს მხოლოდ ცუდი დღეები უდგას. გულშემატკივრები მესიას ელოდებიან და ეს მესია შეიძლება მხოლოდ თემურ ქეცბაია იყოს.

თუ მან ეს მაშინ შეძლო, რატომ არ უნდა გაიმეოროს ახლაც?" - წერს კვიპროსული გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატება და კარგი ბედი!
niko
14:05 14-03-2019
0
მიდი თემო გააცოცხლე შენი კარიერა თავიდან. არ უნდა წამოსულიყავი თავის დროზე ნაკრებში. ადრე იყო მაშინ. წარმატებები კარიერაში. მალე ტოპ კლუბში მენახე
თორნიკე
02:00 14-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული