ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე

AutoSharing Option
იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას იღებდა ქართული "ნორჩი დინამოს" 19-წლამდელთა გუნდი, რომელსაც კომპანია "ფედერბეთი" მატჩების შესაძლო გარიგებაში სდებს ბრალს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Sportall.ge ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორს, გიორგი დევდარიანს ესაუბრა.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ ეს ამბავი ტრაგედიაა.

"ადამიანებს რომ შეეკითხო, ყველაფერი წესრიგშია და როგორ არის წესრიგში, როდესაც ეს ყველაფერი U19-ის დონეზე დავიდა და ჩვენს შვილებს ემუქრება?

მე ის ინფორმაცია მაქვს, რაც ყველას. გუშინ ვიყავი სემინარზე, სადაც პრო-ლიცენზიის მქონე ყველა მწვრთნელი თავში ხელს ირტყამდა, იმიტომ,
რომ აქამდე გვესმოდა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა უმაღლეს ლიგაში და პირველ ლიგაში - ანუ დიდ ფეხბურთში და ბავშვების დონეზე ამის შემოგდება უკვე კატასტროფაა.

უბრალოდ, აქამდე ჭორია თუ მართალია, სულ საუბარი იყო ზრდასრულ ადამიანებზე. ისიც ტრაგედიაა, თუმცა, როდესაც ეს ბავშვთა ფეხბურთში შემოდის და 19-წლამდელებსა და 17-წლამდელებზეა ლაპარაკი, ეს უკვე კატასტროფაა. აუცილებელია, დადგინდეს სიმართლე.

თუ მართალია ეს კაცი, უჩივლოს "ფედერბეთს" და თუ არ არის მართალი, უნდა დაისაჯოს.

ძალიან განვიცდი. არ ვიცი უკვე საერთოდ, აზრი ეკარგება ფეხბურთს და საერთოდ, ეს სცილდება ფეხბურთს. აქ უკვე 18 წლის ბავშვი თამაშს რომ გაყიდის, 38 წლის რომ გახდება, დედასაც გაყიდის.

ასეთი ბრალდება ჩემ მიმართ რომ გამოთქვან, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმართლე გაირკვეს. თუ ტყუილია, ის ხალხიც ცოდოა, მათაც ოჯახები ჰყავთ, თუ ტყუილად აბრალებენ. თუ სიმართლეა და მართლა ასეთ რაღაცაში აქვთ ხელი გარეული, მე ვიქნები, ჩემი შვილი თუ ჩემი ძმა, ძალიან მკაცრად დასასჯელია, იმიტომ, რომ აქ მხოლოდ ფეხბურთზე აღარ არის საუბარი, - უთხრა დევდარიანმა Sportall.ge-ს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ჯერ ერთი ჩადიხარ ტურნირზე და უთავმოყვაროდ ყველასთან ნადგურდები დიდი ანგარიშებით. ეი მწვრთნელებია ყველა მოსახსნელი. და თუ გაყიდეს თამაშები მართლა ვაი
გოგა
21 მარტი 2019 18:46
0
ყველა სფეროში ასეთი ამბავია.
status quo
21 მარტი 2019 18:52
1
აბსოლუტურად მართალია ეს ადამიანი.
დათო ჯ.
21 მარტი 2019 19:09
0
ეხლა გამოჩნდა რომ ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ რაც ნაცებს ქონდათ სწორი იყო.ციხეები სავსე იმიტომ იყო,რომ ყოველი მე- 4 ადამიანი მართლა ჩადიოდა დანაშაულს.
mamulo
21 მარტი 2019 20:07
22
რა მოკლე მახსოვრობა გაქვთ ზოგიერთებს,გაგიჟდება კაცი.მაგ თქვენი მიშიკოს დროს არ იყო ბეჭვაია და ონიანი,რომ დაიჭირეს და მალევე გამოუშვეს,უბრალოდ საქმისთვის რომ დასჭირდათ.ფედერაცია რომ ცირკად გადააქციეს ეგ არ იყო თქვენი გრძელი მიჰას დამსახურება და ფედერაციის პრეზიდენტად რომ ჯამბაზი დასვეს.ნუ წაიღეთ ტვინი ამ მიჰათი რა.გაყევით თან ვინც მიჰას მისტირით.
მიჰა მოვდივარ :-)
21 მარტი 2019 23:09
7
თვითონ რომ უფრო დიდი დამნაშავეები იყვნენ,იმაზე რაღას იტყვი?
სოსო
22 მარტი 2019 16:45
0
ყველა გამოხმაურება
თუ 18 წლისანი თამაშს ჰყიდიან,38 წლისანი,დედასაც გაჰყიდიანო.რაღა მომავალში მივდივართ,ახლა რა,ასე არ არის?დედასაც ჰყიდიან და სამშობლოსაც.
სოსო
21 მარტი 2019 20:04
0
გეთანხმები ტრაგედიაა 17 წლის ბაუშვები ეხლა თუ ყიდიან თამაშებს მერე და მერე რას იზამენ.ღმერთმა ქნას სიმართლე არ იყოს ეს და თუ სიმართლეა აქედანვე უნდა მოიკვეთონ ფეხბურთიდან სამუდამოდ, რო სხვებისთვიცას იყოს მაგალითი.
გოგა
21 მარტი 2019 18:43
1
ბავშვებშიც არაა ეგ ახალი ამბავი. ჭაბუკთა ლიგაზე მოთამაშე ბავშვების ნახევარი თავისი გუნდის ლაივებზე დებდა ფსონებს და ეს იცის ყველამ ვინც ცოტათი ახლოსაა ფეხბურთთან.თხოვნაა ნუ დაბლოკავთ როგორც ყოველთვის
კახა
21 მარტი 2019 18:45
1
ვაი თქვენს პატრონს ქართველებო. რა ხალხიც ხართ ის ქვეყანა გაქვთ და ის ფეხბურთიც..
ოსი ვაჟკაცი
21 მარტი 2019 20:11
44
ინგუშებს ვაფასებ და რატომ, ნათქვამი აქვთ:ვერასოდეს გახდება ოსი ჩემი მეგობარი, ისევე როგორც ვერასოდეს გახდება ქართველი ჩემი მტერიო..ვის, ვის და ოსებს ჩვენზე სალაპარაკო არ გაქვთ.
Ng
21 მარტი 2019 23:30
0
ოს ვაჟკაცს- შენ ვიზე ლაპარაკობ საერთოდ არ გაქვთ სახელმწიფო, რუსების უკანალში ხართ შემძვრალი და არც არანაირი პრეტენზია არ გიჩნდებათ, მხოლოდ ჩვენთან გაქვთ დიდი გული ისიც ღრუსების ერთი ადგილით, ისე აფრიალებთ რუსების დროშას გეგონება თქვენი იყოს, მონები და შემძრომები, თავს მიხედე რა
Dato
21 მარტი 2019 22:39
0
ყველა გამოხმაურება
Tu martalia yvela diskvalifikacia samudamod . Stadionzec ar unda sheushvan esetebi . Fuli ar gvaqvs ro uchivloto da fyli tu ar gaqvs rogor martav gunds mashin .
Emigranti
21 მარტი 2019 23:17
0
შეხედეთ ფედერაციაში რა კონტინგენტია შეკრებილი თავისი პრეზიდენტითურთ და მერე გაიკვირვეთ მექრთამეობაზე!!! დღეს ერთი წესი მუშაობს - მომენტით უნდა ისარგებლოო, ხოდა ნუღარ გვიკვირს მომქვალი თაობაც თუ მოგვეწანლა. უნდა გამოვფხიზლდეთ!
პაატა
21 მარტი 2019 23:52
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული