მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

AutoSharing Option
გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ "ლელოს" მასალიდან, სადაც უეფას მედიაოფიცერი და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია ფოთის არენასთან დაკავშირებით საუბრობს.

"გულშემატკივრებს ვთხოვ, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ. რა თქმა უნდა, სტადიონზე პატარ-პატარა ხარვეზები იყო, მაგრამ მალე გამოსწორებადი - ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ! აჩვენეს საშხაპეები, სადაც შესვლა შეუძლებელი იყო. მაგრამ უეფას მოთხოვნების შესაბამისად, შეიძლება იყოს 5-დან 7-მდე საშხაპე. რადგან ფოთში 2 საშხაპე ცუდად იყო დამონტაჟებული, ელემენტარულად, ის დაილუქა და არსებული რაოდენობაც სტანდარტების დასაკმაყოფილებლად სრულიად საკმარისი იქნება.

ეს იყო უადგილო და საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი,
რადგან არსებული პრობლემების მოგვარებას უფრო ნაკლები თანხა სჭირდება, ვიდრე "კოლხეთის" მიერ სარაგბო "პარკი არენის" ერთი მატჩისთვის დაქირავებას. ეს მიზერული თანხაა. ამით მთავარის დაფარვა სურდათ - ფოთში ძალიან მაგარი სტადიონი შენდება, რომელიც ლამაზიცაა და ტრიბუნების გადახურვის შემდეგ საოცარი აკუსტიკაც ექნება. ჩემი აზრით, მაისის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება, რომ "კოლხეთმა" საშინაო მატჩები საკუთარ ულამაზეს არენაზე ჩაატაროს", - ამბობს კვარაცხელია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სტადიონს რა ქვია? კარგი იქნება თუ "აკვანს" დაარქმევენ. მოკლე, გასაგები და საამაყო.
ჰაჰა
17:19 15-04-2019
2
ის საყრდენი კედელი მოანგრიეთ უკვე შუა საშხაპეში რომ დგას?!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული