ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე ფილმის გადაღება მიმდინარეობდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" "ფეისბუქის" მეშვეობით საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

კლუბის ცნობით, "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე 15 აპრილს ფილმის გადაღება მიმდინარეობდა.

დღეს დილიდან "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს. ფილმის რეჟისორი ალექსანდრე კობერიძეა, კოპროდუქცია ბერლინის კინოაკადემიას (DFFB) და ქართულ საპროდუქციო კომპანია "საქდოკს" შორის.

ფილმი ქუთაისზეა და მასში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ "ტორპედოს" დაეთმო. ტორპედოელთაგან "მთავარი როლი" ბუდუ ზივზივაძემ მოირგო - ამბობენ, ძალიან ჰგავს გერმანელსო.

Sportall.Ge

ფილმის დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

ჩვენი მხრივ, გამოხატული ინტერესისთვის მადლობას ვუხდით მთელ სამუშაო ჯგუფს და წარმატებებს ვუსურვებთ", - წერს
"ტორპედო" "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს "ტორპედო" საქართველოს თასის 1/16-ფინალში, 15:00 საათზე "ბორჯომს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ მსახიბად მაინც წაიყვანონ გერმანელებმა ზივზივადზე აბა ფეხბურტი....... წარმატებები
qutaisi
18:29 16-04-2019
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული