დაკავებული ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე მოსამართლეს: შეცდომა დავუშვი, 22 ივნისს ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე ამბობს, რომ მან შეცდომა დაუშვა.

ადვოკატების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობის დაყენების შემდეგ ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და მისი მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვა.

"შეცდომა დავუშვი. დედა მყავს ცუდად. ასევე, 22 ივნისს მაქვს ქორწილი და გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ", - მიმართა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს.

შეგახსენებთ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით, 19 მაისს დააკავა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ალბათ ქორწილისთვის აგროვებდა ფულს :( ვაი, საცოდავო პროფესიონალზმო ;დ -_-
ზუზუ
14:11 22-05-2019
2
როცა გაყიდა თამაში მაშინ არ ახსოვდა ქორწილი?
2

სიახლეები პოპულარული