მატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჯაყელი დანაშაულს აღიარებს

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ყოფილი ფეხბურთელი ვახტანგ ჯაყელი დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე ჯაყელის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაშია მისაღები და აქედან გამომდინარე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს.

ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ ვახტანგ ჯაყელს გირაო შეეფარდოს, მისი ოდენობა კი სასამართლომ განსაზღვროს.

თავის მხრივ, პროკურატურა ჯაყელისა და კიდევ სამი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ვინ ყოფილა ტო? იმენა კრუგომ ყველას ელაქუცებოდა და ზურგსუკან ყველას აგინებდა!
ვაჟა
17:40 27-05-2019
0
ჩაჯექი, უპირო კაცი არც მას ეყვარება. (კაი გოგოა შოუ ხუტა უფროსო).
0

სიახლეები პოპულარული