ახრიკ ცვეიბა: ეს ქართველი ფეხბურთელების მხრიდან ამაზრზენი აქცია იყო

AutoSharing Option
სსრკ-ის ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ახრიკ ცვეიბა გამოეხმაურა ქართული კლუბების გადაწყვეტილებას, რომლებიც მოედანზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოვიდნენ.

ცვეიბა "სოვეტსკი სპორტთან" ინტერვიუში საკმაოდ აგრესიული იყო.

- რას ფიქრობთ ფეხბურთელების გადაწყვეტილებაზე, გამოსულიყვნენ მოედანზე პოლიტიკური ლოზუნგებით? - ჰკითხეს 52 წლის ცვეიბას, რომელიც საქართველოს სრ-ში დაიბადა.
- მიმაჩნია, რომ მსგავსი რამ მიუღებელია. ამაზრზენია, როცა ფეხბურთელები სპორტში პოლიტიკას ურევენ. ფეხბურთელებისთვის მოედანი, პირველ რიგში, წმინდა ადგილია, სადაც საკუთარი ოსტატობა უნდა წარმოაჩინონ და საკუთარი თამაშისაგან სიამოვნება მიიღონ. პოლიტიკა კი პოლიტიკოსებს უნდა დაუტოვონ.

ეს
არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი. მოედანს მიღმა ის გამოხატე, გენაცვალე, რაც გინდა, თუ გინდა თავდაყირა დამდგარხარ. თუმცა, ვიმეორებ, არ შეიძლება ფეხბურთი ამაში აურიო.

- როგორ თვლით, ფეხბურთელები საკუთარი გადაწყვეტილებით მოქმედებდნენ თუ ზემოდან დაავალეს?
- ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი. თუმცა, ფეხბურთელებისთვის საქციელი საამაყო ნამდვილად არ არის. გაიხსენეთ, დიდი სამამულო ომის დროს კიევის "დინამო" ფაშისტების წინააღმდეგ მართავდა მატჩს. იმ დროსაც კი, მოედანზე ეთიკა უმნიშვნელოვანესი იყო, გუნდები პატივისცემას გამოხატავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მოედანს მიღმა ერთმანეთს ხოცავდნენ.

მოედანი მიტინგებისთვის, პიკეტირებისა და პოლიტიკური აქციებისთვის განკუთვნილი არაა. მით უმეტს, ასეთ გარემოებებში.

როცა სპეციალურ მაისურს სხვებისთვის თანადგომის გამოსახატად იცვამ, ამას მაშინ აკეთებ, როცა ფეხბურთმა დანაკარგი განიცადა. ამისთვის სამგლოვიარო სამკლავურებიც არსებობს. ხოლო პოლიტიკური ლოზუნგებით გამოსვლა არსად არ არის ნებადართული. ფიფა და უეფა ამას აქტიურად ებრძვიან.

- თბილისის მერს, კახაბერ კალაძეს თუ შეუძლია სიტუაციაში ჩარევა? რაც უნდა იყოს, აქციაში დედაქალაქური "ლოკომოტივი" იყო ჩართული...
- კიევის "დინამოში" მე და კალაძე არ გადავკვეთილვართ. არასდროს ვიცნობდი მას ახლოდან. ჩემთვის ის, პირველ რიგში, შესანიშნავი ყოფილი ფეხბურთია. თუმცა, მის სავარაუდო რეაქციაზე ვერაფერს ვიტყვი. ამისათვის ადამიანს კარგად უნდა იცნობდე.

- თქვენ 80-იანების ბოლოს თბილისი "დინამოს" ღირსებას იცავდით. იმ დროს უკვე თბილისი მოსკოვიდან დაშორებას ცდილობდა. როგორ იღებდნენ ამ ყველაფერს ფეხბურთელები?
- ჩემ დროს ფეხბურთელები პოლიტიზირებულნი საერთოდ არ იყვნენ. საქართველოს სსრკ-დან გასვლა უნდოდა, ფეხბურთელებს ეს ადარდებდათ.  გულშემატკივრები მოედანზე განსხვავებულები იყვნენ, ზოგი რაღაც-რაღაცებს ამბობდა, თუმცა ძირითადი მასა უბრალოდ, გუნდს უჭერდა მხარს, მეტი არაფერი. საერთოდაც, საბჭოთა მოედნებზე გამართული პოლიტიკური აქციები არც კი მახსოვს. ეგ კი არა, როცა "სპარტაკი" კიევთან თამაშობდა, ეს სპორტული დაპირისპირება იყო და არა რუსეთ-უკრაინის ბრძოლა.

altუეფამ ანტისაოკუპაციო მაისურებთან დაკავშირებით რუსების მიმართვას უპასუხა

altრუსულ სპორტულ მედიაში მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია დაიწყო - გოსდუმის დეპუტატი ქართული კლუბების დასჯას მოითხოვს

alt"ერთ დროს დაჩოქილი გვეხვეწებოდნენ თურქებისგან დაცვას" - რა რეაქცია მოჰყვა ქართული კლუბების ანტიოკუპაციურ მაისურებს რუსეთში

მკითხველის კომენტარები / 26 /
"სოვეტსკი სპორტ"-ი.... კიდევ იტყვიან პოლიტიკა სპორტთან არაფერ კავშირშიაო
დუდუ
25 ივნისი 2019 14:55
0
"ცვეიბა "სოვეტსკი სპორტთან" ინტერვიუში საკმაოდ აგრესიული იყო" (ავტორი).

ავტორ, ცვეიბა და მისი აზრი ფეხებზე მკიდია, მაგრამ დაწვრილებით წავიკითხე ეს ინტერვიუ და აგრესიულობა ვერ შევნიშნე მის კომენტარებში. გასაგებია რომ ტიპიური სეპარატისტის აზრებია, მაგრამ თქვენც ვალდებული ხართ რომ ობიექტურად დაწეროთ!ოღონდ ახლა არ დამაბრალოთ აფსუების მხარდაჭერა, ეგენი რაც არიან გასაგებია
სიმართლე
25 ივნისი 2019 12:07
4
რა მოხდება ეროვნულმა ნაკრებმა რომ იგივე მაიკა ჩაიცვას?! არ არის დრო "უხერხულ მდგომარეობაში" ჩავაყენოთ ფიფა და უეფა?

ტყუილი წერია რამე მაგ მაიკაზე? წერია მსოფლიოს ოფიციალური პოზიცია.

რას გვიზავენ? გაგვაგდებენ ფიფადან? წაგვშლიან როგორც ქვეყანას და გაალეგალიზებენ ოკუპაციას?
kitxva
25 ივნისი 2019 12:01
1
მართალი ხარ რამაზ, შემეშალა! მაისური და არა "მაიკა". მადლობა შესწორებისთვის!
მაისური -is
25 ივნისი 2019 13:41
0
მაისური :)
რამაზი
25 ივნისი 2019 13:14
0
ახრიკ უხრიკინებ?!
სამშობლოს ჰიმნს რატომ უკრავენ, შეხსენება გჭირდება? ანდაც სპორტსმენებს ცრემლი რატომ მოსდით როდესაც მათი ქვეყნის დროშას ხედავენ აღმართულს? აღარ იცის ალბათ ახრიკ უხრიკინემ მარჩენალ ვოვჩიკას როგორ აამოს და როშავს
ლექსო
25 ივნისი 2019 11:56
0
Xუილო
Axrk
25 ივნისი 2019 10:28
1
ჯერ სამშობლო და მერე სპორტი
საგურამო
24 ივნისი 2019 21:45
4
ახრიკ, კაი შედარება კი მოიყვანე რუსების საპირწონედ მხოლოდ ფაშისტები თუ გამოდგებიან. მარა შენ უმადურიც ხარ და თანაც შიშიც გაქვს. იცი სად ხარ და მაგათი კითხვა ზევიდან ნაბრაძანებზე ვითომ ტორპედოელების მიმართ, შენს მიმართ იქნებოდა რამე მოსაწონი რომ არ გეთქვა. რუსეთი ოკუპანტია. PUTIN XUILO.
Geo_Dinamo
24 ივნისი 2019 18:43
9
არა სწორი წარმოდგენა გაქვს ფაშიზმზე. როგორც ესენი ასწავლიან თავიანთ ბავშვებს და ტვინს ურეცხავენ და საშინლად უხატავენ ყველაფერს ქართველებზე, დაახლოებით მასე არა სწორად იცი ფაშისტებზე.
geo_dinamoს
25 ივნისი 2019 05:23
1
როგორც ჩანს, აქ ახრიკს და მის დედარუსეთს ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. გაგიმარჯოს თქვენს გზაზე ახრიკითურთ
????
24 ივნისი 2019 18:39
3
პუტინ ხუილოოო ოოო ოო ო
.
24 ივნისი 2019 18:02
5
საქართველოს ერთიანობის ხელყოფა არავის ეპატიება!!! ადრე თუ გვიან სამართლიანობის ქართული მახვილი ყველა ორგულს თავისას მიუზღავს!
gio
24 ივნისი 2019 17:49
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული