თბილისის "დინამომ" ევროთასებზე უკვე 2.5 მლნ ლარი გამოიმუშავა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიურ გრანდს "ფეიენოორდს" შეხვდება.

მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის "დინამო" უეფასგან სოლიდარობის ფონდიდან 280 000 ევროს მიიღებს.

აქამდე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის შესაბამისად 240 000 და 260 000 ევრო გამოიმუშავა.

ამ დროისთვის თბილისის "დინამომ" უკვე 780 000 ევრო გამოიმუშავა, რაც დღევანდელი კურსით 2 543 542 ლარია.

აქვე გეტყვით, რომ "დინამო" ევროთასების მიმდინარე სეზონში ყველაზე გამორჩეული ქართული კლუბია, რადგან ოთხივე გამართული შეხვედრა მოიგო.

სულ კი ევროთასებს ორი ქართული კლუბი შემორჩა
- თბილისის "დინამო" და თბილისის "საბურთალო". საბურთალოელებს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ ევროთასებზე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბატონო ფიფია, ხო ხედავთ ბიჭებს შეუძლიათ თამაში და ცოტა კიდე გააძლიერეთ ეს გუნდი, ნუ დაიშურებთ ამისთვის თანხას ძალიანა გთხოვთ! და კიდე შენგელიასნაირ ბიჭებს მეორე და მესამე ლიგის გუნდებში ნუ გაუშვებთ! ბიჭი მართლა მაგრა ბურთაობს და ცოდოა ახლა ამის კადისისნაირ უსახელო და დაბალი ლიგის გუნდებში გაშვება! გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა , როგორც რიგითი გულშემატკივარის, რამეთუ ეს პრობლემები, რის გადაწყვეტასაც გთხოვთ , ქართული ფეხბურთის გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია!
ზაზა
14:58 03-08-2019
2
თავისუფლად შეეძლო ზაგრების დინამოს სტატუსამდე აეყვანა გუნდი, მაგრამ აშკარად აზროვნებაში უჭირს ჩემი აზრით და შორს არის საფეხბურთო რეალობისგან, მარტო ბავშვების გაყიდვა გონია ქართული ფეხბურთის სამსახური, არადა დინამოს რომ სტატუს უკლავს და ზოგადად ქართულ ფეხბურთს ვერ ხვდება ან კიდია, ასე უმიზნოდ დატოვო ამხელა კლუბი ანომალიაა და შინაგანი კულტურის არ ქონა ან ვინ უთხრა რომ დინამოს ჯგუფში გასვლა თან ძირითადად ქართველი ფეხბურთელებით ქართულ ფეხბურთს იმდენ სიკეთეს არ მოუტანს რამდენსაც რანდერში, რაღაც გაუგებარ უნგრულ გუნდში ციურიხში ან მსგავს არაფრის მაქნის გუნდებში ფეხბურთელების გაყიდვაა.
niko
16:35 03-08-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული