"6 აგვისტოს ერევანში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” “არარატ-არმენიას” შეხვდება. როგორც წინა შეხვედრებში, ამჯერადაც დიდია მატჩისადმი ინტერესი, რაზეც გვიწევს განმარტების გაკეთება.
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დიდი მცდელობის მიუხედავად, სომხურმა მხარემ ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი ტელევიზია თავადაც არ აწარმოებს თავის ქვეყანაში პირდაპირ რეპორტაჟს. “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მზად იყო ერევნიდან თავისი ძალებით განეხორციელებინა პირდაპირი რეპორტაჟი, მაგრამ ვერ
შედგა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს ტრანსლაციებს უეფას რეგულაციები კრძალავს.", - ვკითხულობთ "საბურთალოს" განცხადებაში.
კლუბი 2-წლიანი ისტორიით, რომელსაც მილიარდერი ფლობს - რა გუნდია "საბურთალოს" მეტოქე "არარატ-არმენია"
"არარატ არმენია" გულშემატკივრებს "საბურთალოსთან" მატჩზე მხარდაჭერას სთხოვს