უდიდესი შანსი - ცნობილი გახდა "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

AutoSharing Option
5 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ რომელ კლუბს შეხვდება საქართველოს ჩემპიონი პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში.

თუ "საბურთალო" "არარატ-არმენიას" დამარცხებას შეძლებს, თბილისური კლუბის მეტოქე "დუდელანჟსა" და "ნიომე კალიუს"  შორის გამარჯვებული იქნება.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში  "საბურთალო" ხვალ, 6 აგვისტოს ერევანში "არარატ-არმენიას" შეხვდება.

გუნდებს შორის დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

altცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

მკითხველის კომენტარები / 41 /
კარგია,ყველას რომ იმედი გვაქვს"საბურთალოს" ფეხბურთელების,მაგრამ ბევრი რაღაც ძალიან მაშინებს-მასპინძლების მიერ მსაჯის ჩვენს წინააღმდეგ მოქრთამვა,რასაც ესენი აუცილებლად ეცდებიან.გარკვეულ ეჭვებს ბადებს ჩვენთან მატჩის ტელერეპორტაჟის არქონა.ვერ ვხდები როგორ მოუგო შვედეთის ჩეპოინს "აიკს"ერევანში.არაერთხელ მაქვს მათი თამაში ნანახი-"არარატ"არმენია არ არის იმ დონის გუნდი,რომ დაემარცხებინა შვედეთის ჩემპიონი!
გიოშა
06 აგვისტო 2019 16:33
1
კარგია,ყველას რომ იმედი გვაქვს"საბურთალოს" ფეხბურთელების,მაგრამ ბევრი რაღაც ძალიან მაშინებს-მასპინძლების მიერ მსაჯის ჩვენს წინააღმდეგ მოქრთამვა,რასაც ესენი აუცილებლად ეცდებიან.გარკვეულ ეჭვებს ბადებს ჩვენთან მატჩის ტელერეპორტაჟის არქონა.ვერ ვხდები როგორ მოუგო შვედეთის ჩეპოინს "აიკს"ერევანში.არაერთხელ მაქვს მათი თამაში ნანახი-"არარატ"არმენია არ არის იმ დონის გუნდი,რომ დაემარცხებინა შვედეთის ჩემპიონი!
გიოშა
06 აგვისტო 2019 16:32
1
არმენია მაგარი პერსპექტიული გუნდია. ყურადღებით ბიჭებო, ნუ აყვებით ძალად ფეხბურთის მცოდნეებს. ჯერ გავიაროთ და ჰოპლა მერე ვიყვიროთ ერთად.
mdaa
06 აგვისტო 2019 11:43
0
ძალიან გთხოვთ, ყველას ნუ ძაბავთ ბიჭებს.
უმეტესობას არც-ერთი თამაში არ გინახავთ მეტოქე გუნდის და უკვე გამარჯვებებს ითხოვთ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ისინიც ზუსტად ასე ფიქრობენ ქართულ გუნდებზე (ვითომდა საბაბი არ მიგვიცია ბოლო წლებში), თან მსაჯებთან მუშაობას სომხებს თქვენ ვერც ასწავლით და ვერც დაუშლით.

საბურთალოს ბიჭებს მივმართავ უშუალოდ, არ აყვეთ ნერვებს ალბათ წამოვა საზიზღარი პროვოკაციებიც იმ იმედით, რომ ვინმე წამოიკიდონ. დალაგებული თამაში მათ არ აწყობთ. ითამაშეთ თქვენი თამაში როგორც ეს ზაგრებთან თითო ტაიმში გამოგივიდათ, ოღონდ თუ შეიძლება ორივე ტაიმში და რა ანგარიშიც არ უნდა იყოს მაინც არ დაივიწყოთ თამაში გრძელდება მსაჯის საფინალო სატვენამდე, მანამდე კი არც ერთი წამით მოდუნება არ შიძლება.
თუ დაგვანახებთ, რომ იბრძოლეთ ბოლომდე ყველაფერს გაპატიებთ, უგულოდ თამაშის შემთხვევაში კი ჩვენი იმედი ნუღარ გექნებათ.
ჩვენ ყველანი (გულშემატკივრები და არა ბალეშჩიკები) მთელი დღე ვწვალობთ ვუყურებთ ამ დაძაბულ ცხოვრებას და თქვენ სპორტსმენები ლამის ერთადერთი იმედი ხართ ამ ცხოვრების გასალამაზებლად. ნუ დაგვაკარგვინებთ ამ განცდას.
მე მაქვს თქვენი იმედი, თქვენ ბრძოლა (თან ღირსეულად და ლამაზად) ნამდვილად შეგიძლიათ წარმატებები ყველას მოთამაშეებსაც და გულშემატკივრებსაც.
პ.ს.
დინამოელებო ამ წუთში შეიძლება საბურთალოს ბიჭებს ვწერდი, მაგრამ სინამდვილეში ეს თქვენც გეხებათ ბრძოლა შეგიძლიათ ყველას გაუმართოდ, მერე რა რომ ალბათ ბევრი პარამეტრით გვჯობნიან (ფული, გამოცდილება, კლასი და რავიცი მე ათასი უბედურება კიდე) ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ მაინც უნდა ვეომოთ, დაე იგრძნონ მაგათაც რომ სასეირნოდ ჩვენთან ნუ მოდიან. ისინიც ადამიანები არიან და მათაც ეშლებათ.
კიდევ ერთხელ წარმატებები ყველას
ოთარი ქუთაისი
06 აგვისტო 2019 10:41
0
სწორად გამიგეთ,ჩემი კომენტარებით ჭკუას არავის ვასწავლი! უბრალოდ მინდა ბიზნესში მოღვაწეთ ყურადღება მივაპყრო ქართული გუნდის უიშვიათეს არნახულ შანსზე...
გიოშა
06 აგვისტო 2019 06:25
0
რამდენათაც არ გაუმართლა საბურთალოს ჩემპიონთა ლიგაზე კენჭისყრამ, იმდენად გაუმართალა ევროპა ლიგაზე და იმედი მაქვს გამოიყენებენ კიდევაც ჯგუფში რომ ვიხილოთ. წარმატებები საბურთალოს.
Geo_Dinamo
05 აგვისტო 2019 22:24
1
მჭედლიძე და ჭანტურა რას შვებიან
Homer
05 აგვისტო 2019 21:57
0
saburtalos magari chansi ak jgupchi chajdes, araratic dudelanjic dabali donis legionrebitaa savse, kaliuze agar vambob arapels.aseti chansi kartul klubebs 10 celia ar koniat, tu saburtalom ise itamacha rogorc zagrebtan machin didi chansia gaimarjvebs, rac mtavaria am gunds pegburtis tamachi ar echinia.carmatebebi da aucileblad gamarjveba, me piradat didi imedi mak am gundis.
ქუთაისელი
05 აგვისტო 2019 21:01
2
რა მაინტერესებს იცით.. არ შეიძლება რო თავისუფალი აგენტის სტატუსით რამოდენიმე ლეგიონერი რო დაიმატოს საბურთალომ ? მეკარე ცენტრალური მცველი და 2 შემტევი დახატავდა საბურთალოს !!!
Illo
05 აგვისტო 2019 19:54
1
საბურთალოს წარმატებას ვუსურვებ! ვიცი აუცილებლად მოიგებენ ბიჭები! გაახარეთ ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც არავიზე ნაკლები ქომაგები არიან, მთავარია თქვენც მოინდომოთ და შედეგიც სახეზე იქნება! დროა უკვე სტადიონები შეავსოთ თქვენი კარგი თამაშებით. ასევე დინამოსაც ვუსურვებ გამარჯვებას!
ნონა
05 აგვისტო 2019 19:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული