ხალხნოჯან, წავიდეთ "საბურთალოსთან" ისტორიულ მატჩზე! - მოუწოდებენ გულშემატკივრები ერთმანეთს

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "არარატ არმენია" "საბურთალოს" უმასპინძლებს და სომხური კლუბის "ფეისბუქის" გვერდი იტყობინება, რომ 15:30 საათის მონაცემებით, გასაყიდი 9 100 ბილეთი დარჩა. ცნობისათვის, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე 14 392 მაყურებელი ეტევა.

გულშემტკივრები კომენტარებში წერენ, რომ ძირითადად, არენის ცენტრალურ ტრიბუნაზე გაიყიდა ბილეთები და ერთმანეთს სტადიონზე მისვლისა და "არარატ არმენიას" მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.

"ხალხნოჯან, გთხოვთ იყიდეთ ბილეთი ამ ისტორიულ მატჩზე", - წერს ნარეკ მანგუშიანი და მას სხვებიც უბამენ მხარს. ისინი მიიჩნევენ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის ურიგო შანსი არა
აქვთ.

"შეიძინეთ ბილეთები, იჩქარეთ, გელით", - მოუწოდებს კლუბი ქომაგებს.

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ შეხვედრაზე, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, შეიძლება ანშლაგი არ იყოს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სტადიონი აუცილებლად გაივსება და დიდ დაწოლასაც მოახდენს საბურთალოზე.ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასე იქნება,არარატმა ქართველებთან ბოლო წვეთამდე უნდა იბრძოლოს და ყველაფერი დადოს,გასამარჯვებლად,რადგან ჩვენთან გამარჯვებას,მათთვის სულ სხვა მნიშვნელობა აქვს.ატმოსფეროც ალბათ ძალიან ნერვიული იქნება,თამაშიც ხისტი და შესაძლოა უხეში,მაგრამ ჩვენ მათზე უკეთესი გუნდი გვყავს და უნდა გავიმარჯვოთ.ასეთი კარგი შანსი ჯგუფურ ეტაპზე გასავლელად,საბურთალოს კიდევ როდის ექნება,კაცმა არ იცის.თუმცა ალბათ ზუსტად ასევე მსჯელობენ სომხებიც.ასე რომ გული და ფეხები გაიმტკიცეთ და ეს ორი მატჩი მოიგეთ.არარატი ფიზიკურად თქვენსავით მომზადებული ვერ იქნება და აუცილებლად დაიღლება.სომხეტის ნაკრებსაც ისეთი სუსტი დაცვა ჰყავს,გამორიცხულია არარატს ნორმალური დაცვა ჰყავდეს.ჩვენები კონტრშეტევაზე დაგლეჯენ მათ.
სოსო
21:03 05-08-2019
2
ვახხხ.. იქნება მეორე თამაშამდე რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს საბურთალომ რამდენი ფეხბურთელია თავისუფალი აგენტი... 2 შემტევი 1 ნახევარმცველი 1 მარგველაშვილის ნაცვლად მცველი და 1 მეკარე დახარჯავდა საბურთალოს
Illo
19:47 05-08-2019
1

სიახლეები პოპულარული