ჰოლანდიური "ტელეგრაფის" ცნობით, უეფამ თბილისის "დინამო" "გაბალასთან" მატჩისას რასისტული შეძახილების გამო დასაჯა და "ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვლიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ცარიელ სტადიონზე ჩატარდება. თანაც, უეფამ "დინამო" 50 ათასი ევროთი დააჯარიმა.
ამის გამო "ფეიენოორდმა" "დინამოსთან" საგარეო შეხვედრაზე დღეს დაწყებული ბილეთების გაყიდვა შეაჩერა და გულშემატკივრებს მიმართა, აღარ გაემგზავრონ საქართველოში.
"დინამოს" უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
ეს ინფორმაცია უეფამ თავისი ვებგვერდით დაადასტურა.
"ფეიენოორდისა" და "დინამოს" პირველი თამაში როტერდამში დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, საპასუხო კი თბილისში 15 აგვისტოს გაიმართება.