უეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

AutoSharing Option
ჰოლანდიური "ტელეგრაფის" ცნობით, უეფამ თბილისის "დინამო" "გაბალასთან" მატჩისას რასისტული შეძახილების გამო დასაჯა და "ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვლიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ცარიელ სტადიონზე ჩატარდება. თანაც, უეფამ "დინამო" 50 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ამის გამო "ფეიენოორდმა" "დინამოსთან" საგარეო შეხვედრაზე დღეს დაწყებული ბილეთების გაყიდვა შეაჩერა და გულშემატკივრებს მიმართა, აღარ გაემგზავრონ საქართველოში.

"დინამოს" უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

ეს ინფორმაცია უეფამ თავისი ვებგვერდით დაადასტურა.

"ფეიენოორდისა" და "დინამოს" პირველი თამაში როტერდამში დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, საპასუხო კი თბილისში 15 აგვისტოს გაიმართება.

altთბილისის "დინამო"

უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მკითხველის კომენტარები / 8 /
სამწუხარო ის არის, რომ ეხლა დაიწყებენ სხვაზე გადაბრალებას უეფაზე, აზერებზე, ჰოლანდიელებზე . . . არავინ გამოიძიებს ამას, გუნდიც არ ჩაატარებს შიდა გამოძიებას. არავინ დაისჯება და ისევ ეს პრობლემა შემდეგშიც ამოყოფს თავს, მაგრამ ისევ ძველებურად იქნება. ეს ფანკლუბის სახელი ელიტა რაღა არის? რა ვაკე-ვერაა - ფალიშვილი-ბარნოვი?! ადრე გლადიატორები ერქვათ. თუ ეს სახელი არა, ხომ შეიძლება სხვა? ფანკლუბებს ზოგს მეომრები, ბულდოგები, მონსტრები, ულტრასები და ათასი რაღაც სხვა ჰქვიათ.
ანდრო
10:27 09-08-2019
0
თუ მართლა მასეა, რა უნდა უქნა გამკეთებელს, იქნება აქ და თვითონ თქვას რისი ღირსია
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული