ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ფელის ვისენტემ გააკეთა.
"ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით. მე-80 წუთამდე არ გვითამაშია ცუდად. ამის შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილების გამო კაცნაკლულნი დავრჩით. ამ პერიოდში გუნდიც აირია და ასეთი შედეგი მივიღეთ.
ამის გამო მეორე მატჩში თამაშის შემოტრიალება გართულდება.
ფსიქოლოგიურ მზადყოფნას რაც შეეხება, ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. კარგად ჩანდა, რომ მე-80 წუთამდე ყველაფერი ასე თუ ისე ნორმალურად მიდიოდა და ჩემი სუბიექტური აზრით, მთლად სამართლიანი არ იყო შულაიას
გაძევება.
შენგელია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.
თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა და ვერ გეტყვით, ვინ იასპარეზებს საპასუხო შეხვედრაში. შევეცდებით, სახლში მაქსიმუმი ვაჩვენოთ და გულშემტკივრის იმედიც გვექნება", - აღნიშნა ვისენტემ.
ბრალი იყო, თუ გინდ მონხილის ხელი, საჯარიმოში გაფარჩხული არ უნდა ახტე და თუ გინდ კობოურის ავტო გოლი, ხედავდე უნდა ან უნდა გრძნობდე რომ უკან მეტოქე არ გყავს და შეგიძლია გაატარო.
გვაკლია გამოცდილება, თამაში მსაჯის სასტვენამდე გრძელდება.
გვაკლია ფიზიკური მომზადება, 35-35 წუთს ვთამაშობთ ტაიმებს.
გვაკლია ფსიქოლოგიური მომზადება, 0:1 და 0:2 არ არის ტრაგედია, უნდა გააგრძელო იგივე შემართებით.
მოკლედ ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია იქამდე, რომ ფეინოორდის დონის გუნდებთან თამაშის წინ ასეთი თამამი იმედები დავისახოთ.
დაცვაში ჩამდგარი გუნდი, რომელიც ბურთის ართმევას არ ცდილობს, ორი-სამი მეტრის მანძილზე გადაცემას ვერ აკეთებს, ბურთზე მისვლას აგვიანებს და ასე შემდეგ ესეთი გუნდი იმსახურებს იმ შედეგს რაც გვაქვს.
ჰო კიდევ ქიბარ ხალვაშიც - ახლა მიკარნახეს...