ფელის ვისენტე: შესაძლებელია შევცვალოთ შედეგი

AutoSharing Option
"ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა:

"ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრის ანგარიში არ იყო დადებითი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და შესაძლებელია შევცვალოთ შედეგი; ყოველ შემთხვევაში, შევეცდებით.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ წინა შეხვედრაში 80 წუთი კარგად ვითამაშეთ. შემდეგ კი ისეთი რაღაცები მოხდა, რაც შეიძლება სეზონში ერთხელ მოხდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, ჩვენი ძალა გვეჩვენებინა და ხვალ შევეცდებით, მაქსიმალურად შევუტიოთ.

მართალია, 80 წუთის განმავლობაში 0:1-ს ვაგებდით და
თამაში ცუდად არ მიმდინარეობდა, მაგრამ ჩემი აზრით, ყველა იმ ფეხბურთელმა, რომელმაც ძირითადში ან შეცვლაზე ითამაშა, მაქსიმუმი გააკეთა. ხვალ გამოვლენ ის ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში იქნებიან და თავიანთი შესაძლებლობების დამტკიცებას შეეცდებიან.

შულაიას ნაცვლად რომ დავასახელო შემცვლელი ფეხბურთელი, მე უპირატესობას მივცემ მოწინააღმდეგე მწვრთნელს. ის მოთამაშე დაიკავებს მის ადგილს, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხვალ გულშემატკივრები არ გვეყოლება. ვიცით, ეს შეხვედრა მათთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ვეცდებით, სიამოვნება ჩვენი თამაშით მივანიჭოთ.

ასევე მინდა, „საბურთალოს“ დღევანდელ შეხვედრაში წარმატება ვუსურვო. იმედია, მათ შემდეგ ეტაპზე ვიხილავთ".

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა როტერდამში 0:4 დასრულდა.

altუეფამ გადაწყვეტილება არ შეცვალა - "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

მკითხველის კომენტარები / 6 /
დღეს დინამო ფეინორდს მოუგებს!!! შემდეგ ეტაპზე ვერ გავა მაგრამ მოუგებს!! ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ..
giorgi
15 აგვისტო 2019 10:39
1
კოლმეურნეობის გუნდით გინდა მოუგო ფეინოორდს.
გაგა
15 აგვისტო 2019 09:57
1
რეალობას მოწყვეტილია ეს კაცი... იქ გაგიმართლად რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგეთ, ორჯერ უღიმღამოდ შეუტიეთ სულ ეგ იყო თქვენი იქაური კარგი თამაში. ცუდი გუნდი არ ხართ მაგრამ...ფეინოორდთან ეგ ნათქვამი ძალიან ხმამაღალია.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
15 აგვისტო 2019 02:03
0
რას ბოდავ ფელიქს .

აბა ძოვეთ ბალახი
მურმანი
14 აგვისტო 2019 23:25
2
ხუმრობს?ბედნიერი ვიქნები,თუ ფრეს ვითამაშებთ.ჩვენ ჰოლანდიაში გვქონდა რაიმეს შანსი,თორემ აქ,მაქსიმუმი ფრე იქნება და ესეც იმ შემთხვევაში,თუ ფეინოორდი,თავს შეინახავს.
სოსო
14 აგვისტო 2019 21:00
0
კარგი კაცი ხარ ფელიქს საბურთალოც რომ ახსენე...წარმატებები ხვალ,მინიმალური სხვაობითაც რომ მოვიგოთ მადლობის მეტი არაფერი გვექნება სათქმელი
guria
14 აგვისტო 2019 19:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული