კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
ხო არ დადგა კობიაშვილმა და მისმა ხროვამ გაარკვიოს პოლიტიკაში არიან თუ ფეხბურთში კმარა !!!!!!!!!!!!!!!
????
14 აგვისტო 2019 22:10
5
60 წელია საბურთალოზე ვცხოვრობ, მიყვარს ჩემი უბანი. დღეს ამათმა შემაზიზღეს სიტყვა „საბურთალო“
Alexandre
14 აგვისტო 2019 23:05
2
1. გიორგი კოხრეიძე გმირობიდან ანტიგმირად იქცა. ამდენი წელია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი არაფერი მახსენდება. შეტევიდან როგორ უნდა გააკეთო ისეთი პასი, რომ მოწინააღმდეგე პირისპირ დატოვო? რა ახსნა აქვს, შეგიძლიათ მითხრათ?

2. რეხვიაშვილმა თავისი თავი გამოავლინა. როგორ შეიძლება სახიფათო ვარდნა ფეხებში, როცა ფეხბურთელი არა კარის მიმართულებით, არამედ ფლანგისკენ გარბოდა? ეს იყო გამიზნული თამაში თუ უკიფურესი არაპროფესიონალიზმი?

3. თამაშგარედან რომ გოლი გავიტანეთ ბოლო წუთზე და მსაჯმა გააუქმა, ფორმალურად მაინც გაგეპროტესტებინათ? არ დაგწყდათ გული? ბოლო წუთზე გაგიუქმეს გოლი

4. 0:2-ს აგებს გუნდი, 15 წუთია დარჩენილი და სწრაფი აუტის ჩამოწოდებას ვერ ახერხებს გუნდი. სანამ 2-3 ფეხბურთელი არ ჩაენაცვლა ერთმანეთს.

5. არანაირი შტურმის მსგავსი არ მოუწყვია გუნდს. ზაგრებთან შეძელით და ამ ფარჩაკ არმენიასთან ვერა?? სირცხვილია. თამაშამდე, უკრაინულმა საიტმა რომ საეჭვო თამაშად დაასახელა ეს შეხვედრა, გაგაფრთხილეთ, რომ არაფერი მსგავსი არ გაბედოთთქო, ქართველი გულშემატკივარი არ გაპატიებთთქო. შედით სოც. ქსელებში, როგორი გაბრაზებული და გულდაწყვეტილია ხალხი
საინტერესო ფაქტები
15 აგვისტო 2019 09:33
0
ისიც არ იკადროთ რომ ბელორუსთანაც გაყიდოთ საშინაო ნახევარფინალი ამის დედაც!!!
ბაჩი
14 აგვისტო 2019 22:10
0
Fu tqveni y elas dedas she eci mteli wartuli pexburtis
Rez
14 აგვისტო 2019 21:58
0
ამასაც მოგვასწარით, თქვე შობელძაღლებო დინამო 9 და 8 კაცით უგებდა მაგათ,ფუი თქვენი გაკეთებული საქმე არ გაუშვა, რას ბოდავ ჭიაბერიშვილი თუ ხვდები!!!!
ზაზა
14 აგვისტო 2019 22:56
3
შემეცოდა მალი. არ იცოდა ეტყობა გაყიდული რო იყო. აი კოხრეიძემ… .
გია
14 აგვისტო 2019 22:30
3
Vai tqvens patrons. Mere kide VA chvens patrons ro imedi gvichdeba xolme ramis. Imenna totalizatori xalxi yopilxart ase iavnad "texavs" saburtalo
Gela
14 აგვისტო 2019 21:59
1
ქვეყანაში სადაც ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს საკუთარ ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოსთან და ამას ხალხი ჩვეულებრივად იღებს, ესეთ ქვეყანაში აღარც ის არ ტეხავს რომ სომხებმა შეგისრულონ ნებისმიერ თემაში ;)
გიგა
15 აგვისტო 2019 00:23
16
მეძახეთ ეხლა ნაციონალი
გიგა
15 აგვისტო 2019 00:26
7
არ გეცოდებათ ხალხი ისედაც დატანჯული უამრავი საფიქრალით თქე უჯიგრო ბრექებო
Racha
14 აგვისტო 2019 22:17
1

სიახლეები პოპულარული