გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
რა სულ ჩაწყობა გალენდებათ, საიდან მოიტანეთ?! საბუთი გაქვთ? თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს. დაუსაბუთებლად დადანაშაულება უკვე ამაზრზენ სახეს იღებს.
გენო
15 აგვისტო 2019 12:26
32
წადი ბიძიკო გაიარე... რომლის ახლობელი ხარ ეხლა ამ გუნდიდან დაწერე ბარემ:))
ანესთეზეოლოგი
15 აგვისტო 2019 13:03
9
ჯიგარი ხარ, გენაცვალე. ჩემი სათქმელი თქვი.
Tedo
15 აგვისტო 2019 12:35
17
ვაცის წვერი ხშირ-ხშირად დაივარცხნე ფული კი იშოვე აბა შენ იცი.
ვაკო
15 აგვისტო 2019 12:21
11
დარწმუნებული ვარ, სტადიონზე "სემიჩკის" ფურთხების მეტი არაფერი გაკავშირებს ფეხბურთთან, აი, ჭიაბრიშვილმა რა ფული იშოვა, თქვი! მართლა ღირსები ხართ შენ და შენნაირებს პასუხი გაგებინონ ენის ჭარტალისთვისაც კი არა, კლავიატურაზე კაკუნისთვის, მეტი რა შეგიძლიათ!!!
ვაკოს
15 აგვისტო 2019 13:09
13
Fexburtis federacias,1) xom sheidzleba chamoiyvanot erti evropuli qveynidan fiz momzadebis specialisti, romelic treiningebs chaatarebs da tanamedrove fizmomzadebas sheascavlis qartvel fizmomzadebismcvrtnelebs, 2) espanetshi asakobriv gundebshi aris shecvlebi ulimito rom bavshvebi fizikurad ar gadaigalon da nel nela ganvitardnen fizikurad 19 clamdelebshic masea, lokomotivi rom iyo espanetshi turnirze erti taimi 25 cutiani iyo danetav ratom?! Imitom rom zedmetad ar daitvirtos fexburteli da rom gaxdeba 22_23 clis fizikurad ufro ganvitarebuli iqneba, chventan rom atamashebt asakobriv gundebs 35-40-45 cuti da 3 shecvlis ufleba aqqvs misi fizikuri monaxemebi itvirteba mere uchirs fizikurad ganvitareba, amas yuradgebas aqcevs vinme?!... Mgoni aravin imitomac mokvda meore taimshi saburtalos umetesi fexburteli da ubralod idga verc dzundulebda lakvexelians gaetisha fizionomia vegar suntqavda bichi ukve doinjebit dadga, undodamodzraoba mara fizikurad vegar gadaadgilda , vlandzgavt chven fexburtelebs ise rom arc vfiqrobt, imas rogor amzadeben mat fizikurad fsiqologiurad moralurad, avigot didebis magaliti, camda ucum tranvebi aqvt, mchedlidze bavshobashi mamaisi fizikurad avarjishebdao klavda bavsh ise avarjishebda fizikurado gagebuli maqvs , shedegic miigo 10 cleia tamashobs italiashi da yovel cels tranvebi aqvs tan iseti rom sezonidan sezonamde tovebda tamashebs, ratom? Imitom rom gadatvirtulia misi organizmi kuntebi da yvelaferi tu ar vifiqret bavshta fexburtshi cesebis shecvlaze ese iqnebamudam yoveltvis da landzgva ginebit saqme rom ketdebodes dges msoflio chveni iqneboda ratom imitom rom landzgva ginebashi pirvelebi vart:-):-)
Va-Le
15 აგვისტო 2019 11:47
2
ამ თამაშზე რატომ ლაპარაკობ ფიზმომზადებაზე, რომელიმე ჩვენი ფეხბურთელი დადგა და ვეღარ მოძრაობდა?! ბოლო ნახევარი საათი საერთოდ თავზე ვაჯექით არარატს! თუ გოლი ვერ შეაგდეს ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალია! მწვრთნელიც სულ ტყუილა იხოკავს სახეს, მისი კარგი ნამუშევარი ეტყობა გუნდს. კარგი გუნდებია საბორთალო და დაინამოც. ახლანდელ თაობას არ გახსოვთ, მაგრამ ის ჩვენი სათაყვანებელი ძველი 60-70 წლების გრანდი დინამო ხანდახან ისეთ თამაშს წააგებდა სულ თმებს გვაგლეჯინებდა გულშემატკივრებს! ფეხბურთი ასეა, ხან მოიგებ ხანაც წააგებ! საყვარელი გუნდი, რომ წააგებს გულშემატკივარი წიხლით და ფურთხით კი არ უნდა შედგეს, ზომიერად უნდა უსაყვედუროს კეთილმოსურნის პოზიციიიდან და მომავალში წარმატებები უნდა უსურვოს. ისე სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა მაინცა და მაინც სომხებთან წაგვეგო. ვინმე სხვა ქვეყნის გუნდი რომ ყოფილიყო ასე არ დამწყდებოდა გული!
aburjga
15 აგვისტო 2019 13:23
15
მიითვალეთ 30 ვერცხლი?
ალეკსანდრე
15 აგვისტო 2019 11:07
5
ყველაფერი ხომ ნათელია რაც მოხდე, ეს იყო გარიგება ორ გუნდს შორის, რომ ერევანში საბურთალოს უნდა მოეგო და თბილისში არარატს, აუცილებლად ძალოვნები უნდა ჩაერიონ და გამოიძიონ რაც მოხდა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, გუშინდელი თამაშის მონაწილეებს მინიმუმ- სამუდამოდ უნდა აეგრძალოთ ფეხბურთის თამაში, ქართველი ხალხის მასხრად აგდებისთვის,
zmo
15 აგვისტო 2019 10:47
3
მე ვფიქრობ რომ მატჩამდე უკვე იყო მოლოდინი რაღაც "მოულოდნელისა და გამოუსწორებლის". რაღაც აშკარად ხდებოდა და იმედია ამას საკადრის პასუხს გასცემს უეფას საგამომძიებლო კომიტეტიც და გულშემატკივარიც. მაგრამ მაინც:

1. არ უნდა გეწყინოს გულშემატკივრის აგრესია, რადგან მათ უნდა აჩვენო, რომ ბრძოლაში მარცხდები და არ ფარჩაკდები, არ გკიდია შენი ქვეყნის სტატუსი;
2. რით არ დაადგა საშველი გუნდის ფსიქოლოგიურ მომზადებას უკვე მეექვსე მატჩს თამაშობდნენ. კიდევ რამდენი უნდა ეთამაშათ რომ მიჩვეოდნენ? ყველაფერი დუშაშივით დაულაგდათ: უმარტივესი ბადე, გასვლაზე მოგებული თამაში, ფაქტიურად ცალი ფეხით ჯგუფში იყვნენ და ასეთ დროს მგონი ფსიქოლოგიური მომზადებაც კი აღარ გჭირდება ისეთ აღმაფრენას უნდა გრძნობდე;
3. ზოგადად მთლიანად გუნდმა "ჩაისვარა", კოხრეიძე ბევრს მოძრაობს, ადგილზე მოქმედებს მაგრამ პასებს აგვიანებს, ვერ ამწვავებს. შერიფთან გასვლითი მატჩის შემდეგ გუნდისათვის სასარგებლო არაფერი გაუკეთებია. წუხანდელი მისი მოქმედება კი საერთოდ რა იყო თავად ან მამამისმა მაინც თუ იცის ნეტავ, ფაქტიურად გოლი გაგვიტანა;
4. რატომ იყო ეიფორია ზედმეტი? ჩვენ საფეხბურთო ერი ვართ, რომელიც დაღმასვლას განიცდის და გვიხაროდა რომ ჩვენმა ჩემპიონმა ერთ უსახელო და უბრალო გუნდს გასვლა მოუგო, ფაქტიურად ფლეი-ოფში გავიდა, სადაც ასევე ერთი უბრალო კლუბი დუდელანჟი ელოდა. ჩვენ არ ვითხოვდით თუნდაც ზაგრებთან გამარჯვებას;
5. ყელში ამოვიდა ჭიაბრიშვილის საუბარი იმაზე, რომ აი ამ დონეზე თამაში სხვაა და გუნდს არ აქვს გამოცდილება... მსაჯები უფრო მკაცრები არიან და ამას არ ვართ შეჩვეულები და ა.შ... კიდევ ვიმეორებ მეექვსე თამაშს თამაშობდა უკვე გუნდი, მეტი რაღა უნდა ენახა და რაღა გამოცდილება უნდა მიეღო ამ კუთხით?;
6. ბევრ ფეხბურთელს აწუხებს არაპროფესიონალიზმი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჯერ რა მოძრაობები აქვთ, რას ფაფხურობენ, რას აკეთებენ. რაიმე გააზრებული თუ შეიმჩნევა მათ ქმედებაში? ან რა სიტუაციებში იღებენ ყვითელს... 80%-ის ადგილი არ არის გუნდში რომლის სტატუსიც ქვეყნის ჩემპიონია;
7. კლუბს, რომელსაც ყავს სერიოზული პატრონი და სპონსორი (საქართველოს კვალობაზე) და ხდება ქვეყნის ჩემპიონი, ცოტა სხვაგვარი მენეჯმენტი და ხედვა უნდა ქონდეს. უნდა ეცადოს მეტად კვალიფიციური რამოდენიმე მოთამაშის დამატებას რომლებსაც საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილება აქვთ. ასეთები საქართველოშიც საკმარისად მოიძებნება. ასეთ დროს კლუბიდან მინიმუმ არ უნდა გაუშვა საკვანძო მოთამაშეები. მათ უნდა მოსთხოვო შეასრულონ ვალდებულება კლუბის, გულშემატკივრის და ქვეყნის სახელის წინაშე. უნდა გააკეთო კლუბის სიმბოლოებისა და ლოგოს რებრენდინგი. ამ კლუბს ეს არ უჭირს რომ ცოტა მეტად დაეხვეწათ თუნდაც ლოგო და მისთვის უფრო სერიოზული სახე და ფერი მიეცათ. რომ რაღაც წითელი, ბრჭყვიალა მიკრული სტიკერის სახე არ ქონოდა. მოკლედ ქვეყნის სახელით გამოდიხარ საერთაშორისო ასპარეზზე და ისეთ რამეზეც უნდა ზრუნავდე, რაც უშუალოდ მოედანზე არ ჩანს. დეტალები წვრილმანებშია მეგობრებო...
ანესთეზეოლოგი
15 აგვისტო 2019 10:46
0
ჭიაბრიშვილო, თუ დაგიმტკიცეს, რაც გულშემატკივარს საფუძვლიანად გონია, თავისუფლების ღირსიც არ იქნები, არათუ მწვრთნელობის.
გიორგი
15 აგვისტო 2019 10:44
3
ამას ვინ ეკითხება, რასაც უბრძანებს ტოტალიზატორის მაფია, იმას გააკეთებს.
es peshkaa
15 აგვისტო 2019 12:15
4
რამდენად გაყიდე თამაში?ყველაფერი იასნია.
taso
15 აგვისტო 2019 10:42
1
უნამუსოები ხართ......................
valeri
15 აგვისტო 2019 10:35
1
ეს ყველაფერი იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, პირველ ტურში ტაიმბოლი, შემდეგ ვნახეთ რაც მოხდა, უბრალოდ გულდასაწყვეტი ის არის რომ ₾ირსებას ფულზე ყიდიან, ერთი გულშემატკივრის ₾ირსნიც არ არიან, იმ სიმბოლური 1ლარისაც კი.მეცოდება ყველა ის ადამიანი ვინც სტადიონზე მივიდა და მხარში დაუდგა ამ მათხოვრებს.
გელა
15 აგვისტო 2019 10:03
2
ერთსაც დავამატებ - სხვა დასკვნას კაცი ვერ გამოიტანს ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე - ჯერ საქართველოს ჩემპიონატში მომხდარი უმსგავსობების გამო და მერე თვითონ საბურთალოს შერიფთან დაპირისპირებაზე. უბრალოდ მე ძალიან მეცოდება ის გამოუსწორებელი ქართველი გულშემატკივარი, რომელსაც მხოლოდ ისღა დარჩენია, ფეხბურთის სიყვარული მწვანე მინდვრის ოდენ ვიზუალური მხარით დაიკმაყოფილოს, თორემ ფეხბურთს იქ უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ თამაშობენ
:))))
15 აგვისტო 2019 12:02
2
არ მიყვარს ასეთი ლაპარაკი, მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმო. უბრალოდ თუ არ უნდათ ფეხბურთის თამაში, ჯობია საერთოდ თავი დაანებონ, ვიდრე ასე უნიჭოდ შეასრულონ და ხალხს თავი აგინებინონ
:))))
15 აგვისტო 2019 10:29
2

სიახლეები პოპულარული