გიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

"ფეხბურთელებმა, არ ვიცი, რატომ არ გადაუხადეს გულშემატკივრებს მადლობა. გულშემატკივრებმაც არ უნდა შეაგინონ ფეხბურთელებს.

განა ჩვენ გვინდა ცუდი თამაში და რეგრესი? ცუდი თამაში იყო ნამდვილად, ამ ყველაფერს ვერ გამოვასწორებთ. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში ვარ 100%-ით. საბოდიშო არა მაქვს, მაგრამ დამნაშავე ვარ წაგებაში. მე ვეცადე, მაგრამ ასე მოხდა.

ჩვენ ბევრი მინუსი გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ის, რომ გულშემატკივარს უნდა
გადაუხადო მადლობა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, მათ შორის, ჩემი ტაქტიკური მონახაზიც, რომელმაც საერთოდ არ გაამართლა.

ყველაფერს უნდა ჩაღრმავება და გაანალიზება, თუ რა მოხდა. ასე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენი კარიერის მატჩია. მე ვერ მივიყვანე გუნდი იმ კონდიციებში, გინდაც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, რომ ამ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინა.

ფეხბურთელებს თუ რამე არ გამოუვიდათ, ალბათ, რაღაცა დავაკელით. მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელს არ უნდა მოგება.

ჩემი არანაირი დარიგება არ იყო მეორე ნომრად თამაში, არც სურვილი იყო. ამ განლაგებამ არეულობა შემოიტანა. ხუთი მცველით ვეცადეთ, მათი ფლანგის შემტევები გაგვეჩერებინა. ბევრი იყო არგამართლება და ბევრიც ჩემი შეცდომა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი ჩვენზე ძლიერი არ არის და ზოგადად, მათი გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. უფრო მეტად ლაღები ვართ გასვლაზე, ვიდრე შინ. ფეხბურთელებმა შინაურ წნეხს ვერ გაუძლეს. ეს არის გუნდი, რომელსაც არ უნდა გამოვეგდეთ. მე ნამდვილად არ დამწყდებოდა გული, „შერიფს“ რომ გამოვეგდეთ, მაგრამ „არარატ არმენიასთან“ ამას არ ვიმსახურებდით.

ეს ეიფორიაც ზედმეტი იყო, ესეც წნეხი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო განმეორებით შეხვედრაში პრობლემა. ცალკეული ფეხბურთელი-კოზირი არ გვყავს. კოხრეიძემ ეს თამაშები კარგად ჩაატარა და ლიდერობდა გუნდს.

მსაჯობა, ალბათ, განსხვავებულია ევროტურნირებზე, რადგან გაურკვევლად არიგებენ ყვითელ ბარათებს, რაც აისახება შემდეგ შეხვედრის შედეგზე, რადგან ფეხბურთელები გარკვეულ მომენტებში ფრთხილობენ და ეს მეტოქეს აძლევს ხელს.

ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან  მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ. მე არ მგონია, რომ „დუდელანჟი“ მარტივად დაგვემარცხებინა. ჩვენ კვენჭისყრის იმედზე არ უნდა ვიყოთ, ჩვენი გასვლა ევროპა ლიგაზე კანონზომიერი არ იქნებოდა. დიდი სამუშაოები უნდა გავწიოთ იმისთვის, რათა ჩვენი შესაძლებლობებით შედეგს მივაღწიოთ ევროტურნირებზე.

სამი მცველი იმიტომ გვყავდა, რომ ჩაწოდების დროს მაღალ მცველებს ბურთი არ გაეშვათ. თუმცა ამან რაღაც მომენტში უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ფლანგის დაბალი მცველები გვყავს, ეს კი მოგვცემდა საშუალებას, მეტოქის მაღალი თავდამსხმელები გაგვენეიტრალებინა.

მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო. ცხელ გულზე ვერ მივიღებ რაიმე გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ. ორი დღე ავიღე დასვენებისთვის. თუ ჩემს თავში ვიპოვი მოტივაციას, დავრჩები, თუ არადა...

უნდა გავაანალიზო ეს თამაში, რომ მივხვდე, რა შეცდომები დავუშვით".


altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა!

 

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია


მკითხველის კომენტარები / 103 /
თუ გასვრილი არ ხარ გადადექი ეხლა.
გია
14 აგვისტო 2019 23:12
3
ჯერ ის ჩემპიონატია სამარცხვინო/საბურთალო რომ ცემპიონი გახდება, მერე კიდევ -თავმოყვარე კლუბმა არარატთან როგორ უნდა წააგო?! დღევანდელი კვერცხი არჩიეს,"ჩემპიონებმა"
გულშემატკივარი
15 აგვისტო 2019 03:43
2
შენც არანაკლები ნაგავი ხარ ისევე როგორც შენი ფეხბურთელები. 15 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყების დღეა და ყველას გვახსოვს რას სჩადიოდა სოხუმსა და გაგრაში ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი.ჩემი ალალი დეიდაშვილი 20 წლის ბიჭიც სომეხმა ბოევიკმა მოკლა. უნდა გეთამაშათ ამ ბიჭების ხსოვნის გამო,ჟიული შარტავას,მამია ალასანიას და დიდი გურამ გაბისკირიას გამო. მაგრამ თქვენ ღირსება,ზნეობა და სინდისი ვინ მოგცათ თქვე უთავმოყვარეო არაკაცებო. თქვენ ხომ იმ თაობის წარმომადგენლები ხართ შარვალჩახდილები რომ აპროტესტებთ ოკუპაციას.არადა თქვენზე პატარა ბიჭი იყო ანწუხელიძე მტერს ქედი რომ არ მოუხარა. სათითაოდ ხართ გასალახები. წაგებით თქვე მათხოვრებო თქვენ კი არა რეალი და იუვენტუსი აგებენ მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია.ღირსება არ უნდა დაკარგოთ და ზნეობა რომლებიც თქვენ არ გაგაჩნიათ.ეს კი ისეთი თვისებებია რომელსაც თუ არ გაქვს ვერ იყიდი.
ზაზა
15 აგვისტო 2019 09:41
5
ამას ალბათ ის თაობა ამბობს, ერთმანეთს რომ ხოცავდა რუსთაველზე და აფხაზეთშიც. სადაც მიგვიყვანეთ, ვხედავთ ყველანი. ამიტომ ეხლა თქვენ თქვენს ღირსებას მიხედეთ და ახალ თაობას ნუ ეხებით.
Lasha
15 აგვისტო 2019 10:44
20
რა ქნას ჭიაბრიშვილმა კარგი ცხოვრება უნდა, კარგ ცხოვრებას კიდე ბევრი ფული, ის წვერი რომ აქვს სტილზე დავარცხნილ გაკეთებული მაგას ფული უნდა ბიძია, ხელფასი კიდე ვერ წვდება ყველაფერს, ოჯახი, კარგი მანქანა, წვერ ულვაში)) ჰოდა წაიყომარეს ბიჭებმა
simartle
15 აგვისტო 2019 00:14
10
რატომ არ იფიქრებ წასვლაზე შე უნამუსო და უთავმოყვარეო იმხელა კუში მოხსენით საქართველოს გაფარჩაკებით ერთი 15წელი გეყოფა მერე კიდევ სადღაც რაღაცას ამოაგდებ და იკაცებ არაკაცობაში ნაშოვნი ფულით,არ დაბლოკოთ
nika
14 აგვისტო 2019 23:56
4
ეს იმის ბრალია ასეთი უაზრო და უისტორიო გუნდები რომ წამოვიდა საქართველოს ჩემპიონატში. ძირითადად თბილისიდან მერანი, შევარდენი, იქ სპაერიო, თბილისი სიტიო. ხომ გასაგებია რომ ყველა ამათი მიზანი ფულის კეთებაა. მათ შორის ასეთი წინასწარ დადგმული შედეგებით
მეზარბაზნე
14 აგვისტო 2019 23:16
5
ერთი დღეც გავუძლოთ ხვალე ამ საცოდაობას (დინამოს) და შევეშვათ ამ თამაშს, გავაკეთოთ ბავშვთა ლიგა და ითამაშონ 16 წლამდე, საქართველოში მერე მაინც არავინაა აქ გამჩერებელი!
მახო
14 აგვისტო 2019 22:57
1
თავმოყვარეობის საკითხია თორე პორტუგალიამ წააგო ევროს ფინალი სახლში და საფრანგეთმა კიდე და ბევრი მასეტი მომხდარა, არსად არწახვალ შენ და ტყუილად ნუ გვაცოდებ თავს
guruli
14 აგვისტო 2019 23:11
2
უგულოდ თამაშობდნენ,თითქოს გვარგადაკეთებული სომხები ყოფილიყვნენ...ფუი თქვე უსისხლოებო...
status quo
14 აგვისტო 2019 23:34
3
არის კი დიდი ფიქრი საჭირო? არა მგონია.როცა სუსტი გუნდის მწვრთნელი თავის სახლში დამარცხების შემდეგ საპასუხოდ- შენს სახლში უშანსოდ გტოვებს და პუპლუცად გამოჰყავხარ-აუცილებლად უნდა წახვიდე.თუ განგებ წააგე-თავ-ყბა გაქვს დასანგრევი.ასეა ეს.
Giorgi Janikashvili
14 აგვისტო 2019 22:58
3

სიახლეები პოპულარული