დროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

AutoSharing Option
14 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, არა იმიტომ, რომ "საბურთალო" ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ სუსტ მეტოქესთან სასაცილოდ გაბითურდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეტოქის ქომაგის მიერ მოწყობილი ზეიმი, აღელვებული ქართველი ქომაგის მიერ ფეხბურთელთა ბულინგი, ჩხუბი, ბოთლის სროლა მსაჯებისთვის, გინების კორიანტელი - ეს იყო გუშინდელი მატჩის კულმინაცია.

როდესაც პრესკონფერენციაზე მიდიხარ, ათასგვარი კითხვა გიტრიალებს თავში. აზრიც აღარა აქვს ტაქტიკური მონახაზის შეფასებას და ჭიაბრიშვილს მხოლოდ ის ვკითხე, ამ ამბის მერე როგორ შეძლებდა ვინმე ქართველი ხალხის ქართული საკლუბო ფეხბურთისკენ მობრუნებას?
პასუხი ზოგადი იყო: "ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ".

და ამ ამბის მერე როგორ გინდა, რომ ვინმეს უთხრა, ეროვნულ ლიგას რატომ არ უყურებო?

გიორგი ჭიაბრიშვილის ტაქტიკა ამ შეხვედრაში არაფერი იყო სხვა, თუ არა დამწყები ბავშვებისთვის დახაზული სქემა, აი, შენ აქ დადგები და დანარჩენი შენ იცი, არ შემარცხვინოო.

კლუბი, რომელსაც შეთამაშების პრობლემა არ აქვს და მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთ კომბინაციასაც ვერ შემოგთავაზებს, ესეც კატასტროფაა. ვერც იმას იტყვი, მეტოქის მწვრთნელის ტაქტიკითა და კომბინაციებით მოხდა ეს ყველაფერიო - არა, რადგან მასაც შეხვედრაში თითქმის არაფერი გაუკეთებია. "საბურთალო" საკუთარ თავთან დამარცხდა.

თუმცა მარტო მწვრთნელისთვისაც ყველაფრის დაბრალება არ არის სწორი, ფეხბურთელთა მოქმედებები ყველა სახის ლოგიკას მოკლებული იყო. ადამიანებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ფეხბურთს უძღვნიან, ავიწყდებოდათ საჭირო მომენტში პასის გაცემა, ავიწყდებოდათ საჯარიმოში ასვლა და ფლანგიდან ჩაწოდებებზე დახვედრა, ავიწყდებოდათ პოზიციების განაწილება, ავიწყდებოდათ მეტოქე და "არარატის" ყველა სახიფათო შეტევა "საბურთალოს" გადაცემით იწყებოდა. ბოლოს ისიც დაავიწყდათ, რომ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და შეხვედრა უნდა გადაერჩინათ, ამ დროს კი მეტოქის ფეხბურთელებთან საქმის გარჩევა დაიწყეს.

რაც უფრო ნაკლებად ითამაშებენ pubg-ის და რაც უფრო ნაკლებად მოიხმარენ სოციალურ ქსელებს და მეტ დროს ფიზიკურ ან გონებრივ ვარჯიშს დაუთმობენ, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ, გახდნენ უკეთესი ფეხბურთელები.

დამნაშავეა კლუბის ხელმძღვანელობა, მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რამდენიმე პოზიცია კვალიფიციური ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინათ.

გჭირდება ჩამშლელი ან შემტევი, რომელიც თავდამსხმელს პასებით მოამარაგებს; მცველი, რომელსაც ფიქრი შეუძლია და გადამწყვეტ მომენტში პენალტით არ დააჯილდოებს გუნდს. შენ კი ამ დროს უშვებ შენს წამყვან ფეხბურთელს ბელორუსის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდში და იმატებ ერთ ფეხბურთელს, რომელიც შეიძლება ევროტურნირების შესარჩევის დასრულებამდე ფორმაში ვერ შევიდეს - ეს არაპროფესიონალიზმია ან დიდი წარმოდგენა საკუთარ გუნდზე.

ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რომ მოედანზე მხოლოდ "არარატ-არმენიას" ფანკლუბის ხმა ისმოდა. იყო თუ არა იქ "საბურთალოს" ფანკლუბი, ძნელი სათქმელია. იყო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელთა ხმა მგონი მატჩის დასაწყისში ისმოდა, ისიც მათი ტრიბუნის სიახლოვეს.

არადა, ელემენტარულად, თავიანთი სკოლის აღზრდილი ბავშვები რომ შეეკრიბათ და დაერიგებინათ მათთვის საყვირები, დროშები, დოლები და მაისურები, მოედანზე ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა, თუმცა აქაც უცნაურ პრობლემებს ვაწყდებით - არც "საბურთალოს" ბავშვებს უხარიათ მთავარი გუნდის მატჩებზე სიარული, წარმოგიდგენიათ?

საქართველოს ჩემპიონის მაგალითზე, დაშლილი "ტორპედოს" მაგალითზე, ყოველ წელს უმოტივაციო "დინამოს" მაგალითზე, ხომ არ არის დრო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას? სრულად გადააბაროს კლუბებს საქართველოს ჩემპიონატი, ეს აპრობირებული მეთოდია მთელ ევროპაში. ის ფინანსები კი, რომლებიც ამ კლუბებზე იხარჯება, სხვა საქმეში დააბანდოს.

ფაქტია, კლუბებში საპრიზო თანხად ან ნებისმიერი სახით თანხის მიწოდებას წლებია უკვე შედეგი არ მოაქვს. ფული, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხს ეკუთვნის, გაურკვეველი მენეჯმენტების ხელში უაზროდ იხარჯება და ამას შედეგი არ მოაქვს. თუ კლუბებს შედეგი არ აქვთ, მაშ რისთვის უნდა აფინანსებდეს საზოგადოება მათ? გვინდა კი ასეთი დაფინანსებული ფეხბურთი?

ამას ჯობია, ეს თანხა ფედერაციის აკადემიებში დაბანდდეს, ისეთივეში, როგორიც ლაგოდეხშია. ამ თანხით გარკვეულ პერიოდში ფედერაცია თავისი აკადემიებით მთელი საქართველოს ათვისებას შეძლებდა და ეს ყველაფერი მომავალში ჩადებული ინვესტიცია გამოვიდოდა. სხვა შემთხვევაში ვინღა მოთვლის ქართულ საკლუბო ფეხბურთში დახარჯულ მილიონებს და დასახარჯსაც...

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altგოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 66 /
ფუუიუ სამარცხვინო ხალხი არის ფეხბურთში
zaza
15 აგვისტო 2019 15:18
0
ძალიან მარტივი კითხვა მსქვს უკვ მრავალი წელია.მთელი ამდენი წლის განმავლობაში ქართული კლუბები უფულობას რომ უჩივიან ამიხსენით სად არიან ჩვენი ყოფილი ფეხბურთელები და თავად რატომ არ დებენ თავიანთ საქმეში ფულს? ზოგს სამშენებლო ბიზნესი რომ აქვს, ზოგს სახინკლე და რესტორანი, ზოგიერთები კიტაქსისტებს რომ დასდევენ ქუჩაში და ზოგიც პარლამენტში ლარის კურსზე რომ ახსნა განმარტებებს არიგებს. ნუთუ არ გაქვთ იმის საშუაკება რომ ერთი კაი კლუბი შეკრათ დააფინანსოდ? მაგრამ არა უთავბოლოობის ბრალია ყველაფერი. ძალიან სერიოზულად უნდა დადგეს ქვეყანაში ფეხბურთის დაფინანსების საკითხი. მე ერთი რიგითი მოქალაქე კატეგორიულად მოვითხოვ შეწყდეს უსისხლო უნიათო ხალხისათვის ფულის დარიგება.
სირცხვილია
15 აგვისტო 2019 15:15
2
კობიაშვილი & მუჯირის ფედერაცია კი არ აბოლებს, არამედ თვითონ ხალხი იბოლებს თავიანთ თავს. მეცხრე ცაზე დაფრინავენ და ილუზიებში დაცურავენ. დღეს თუ ვინმე რამეს წარმოადგენს, ყველა უცხოეთის საშუალოზე დაბალი დონის კლუბებშია, ზოგი სკამზე ზის და ზოგიც შეცვლაზე შეჰყავთ. ხოლო აქ ვინც არიან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდების დონეზეც ვერ არიან, თითქმის 99%, ვერ მოხვდებოდა მაშინდელი ქუთაისის "ტორპედოს" და ლანჩხუთის "გურიას ძირითად შემადგენლობაში. ჰოდა გეკითხებით, ვისაც ფეხბურთი გესმით და გინახავთ, იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის პირველობის დროინდელმა, მეორე ლიგის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა, რა წარმატებას უნდა მიაღწიონ ევრო თასებზე. ქართველებო, ძმებო, მეტი ცივი გონებით შეხედეთ დღევანდელ მწარე ვითარებას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
ალალე
15 აგვისტო 2019 15:07
1
ევროპის ლიგაზე გასვლა ასეთი რეალური არ ყოფილა. ყველა ოცნებაში როგორ უნდა იმასგვიქნათ?
ქუთაისელი
15 აგვისტო 2019 15:04
0
100% getanxmebi mshvenieri statiaa
koba
15 აგვისტო 2019 15:02
9
Es gvaklda danarcheni yvelaferi vnaxet amat uxdit xelfass ? Rashi ? Ararati chemi ararati yifiani saflavshi gadatrialda
Mmm
15 აგვისტო 2019 14:58
0
ჟურნალისტებმა დაანონსეთ აქცია ფედერაციასთან !!! მოვითხოვოთ ყველა გაკოტრებული გუნდის ფინანსების გამოძიება!!! მოვითხოვოთ შეწყვეტა დაფინანსების სანამ არ გამოიძიებენ!!! თორე სანამ დაუსჯელობის სინდრომი იქნება მანამ არ გვეშველება!!! გაიფლანგა ორი მილიონი მერე რა გაიფლანგა 10 მერე რა:( მაგ ფულით უამრავ გაჭირვებულს ეშველებოდა!!! დაისაჯოს ყველა დასასჯელი!!!
ბოკინიო
15 აგვისტო 2019 14:54
0
ჟურნალისტები არანაირ აქციას არსად არც დაანონსებენ და არც ჩაატარებენ და საერთოდ ხმას არ ამოიღებენ რადგან იმ გაფლანგული მილიონებიდან გაჩუმებისთვის მათაც უგდებენ სახრავს, ესე არ ხდება რომ მილიონები ფლანგო და ჯიბეში იტენო ყველა, თუ გინდა რომ შეგრჩეს განაწილების ძალიან კარგი უნარი უნდა გქონდეს, ეგ უნარი რომ ხეჩიკაშვილს არ ქონდეს აქამდე ასჯერ დაადგებოდა თავზე პროკურატურა, შსს, ფინანსური პოლიცია... ყველა ერთად იმ გაფლანგულ მილიონებზე ტენდერებიდან რომ შოულობდა.
dinamo
15 აგვისტო 2019 15:21
0
ჟურნალისტები არანაირ აქციას არსად არც დაანონსებენ და არც ჩაატარებენ და საერთოდ ხმას არ ამოიღებენ რადგან იმ გაფლანგული მილიონებიდან გაჩუმებისთვის მათაც უგდებენ სახრავს, ესე არ ხდება რომ მილიონები ფლანგო და ჯიბეში იტენო ყველა, თუ გინდა რომ შეგრჩეს განაწილების ძალიან კარგი უნარი უნდა გქონდეს, ეგ უნარი რომ ხეჩიკაშვილს არ ქონდეს აქამდე ასჯერ დაადგებოდა თავზე პროკურატურა, შსს, ფინანსური პოლიცია... ყველა ერთად იმ გაფლანგულ მილიონებზე ტენდერებიდან რომ შოულობდა.
dinamo
15 აგვისტო 2019 15:12
0
სრულად ვეთანხმები სტატიის ავტორს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
15 აგვისტო 2019 14:51
7
.... ავიწყდებოდათ საჯარიმოში ასვლა, ავიწყდებოდათ ფლანგიდან ჩაწოდებებზე დახვედრა, ავიწყდებოდათ საჭირო მომენტში პასის გაცემა... მაგ დავიწყებებში ავტორ ფული იყო გადახდილი ფეხბურთელებისათვის თორემ რაც შენ ეხლა ჩამოთვალე მაგდენი დავიწყებების მქონე მეხსიერების კაცი ფეხბურთს ითამაშებს კიარა სახლის გზას ვერ მიაგნებს)) ასე რომ შეეშვი მაგ ავიწყდებოდათ-ს და შესაბამისი სახელი დაარქვი მაგათ ქცევას, შეეშვით ეს ჟურნალისტები ნურც მწვადს დავწვავთ ნურც შამფურსო
dinamo
15 აგვისტო 2019 14:51
2
დახარჯოს ფედერაციამ ფული ბავშვთა ფეხბურთზე, იყოს უფასო ყველა ბავშვისთვის და შეუძინონ ეკიპირება თავიანთი სახსრებით და არა მშობლის, რომელთა უმეტესობა ოჯახის გამოკვებაზე ფიქრობს. ააშენონ ბაზები და სტადიონები, მე არ მინდა რომ ჩემი ფული უთავმოყვარეო მოსიარულე გვამების ხელფასებში გაიცემოდეს, ვეთანხმები ავტორს, გადაეცეს კლუბებს ჩემპიონატის ჩატარება, ვინც მოიძიებს სახსრებს, ის ითამაშებს, თუ ვერავინ მოიძია, არც ეგ არაა ტრაგედია, გუშინ ყველამ ვნახეთ ჩვენი საამაყო ჩემპიონი გუნდი საქმეში
llcl
15 აგვისტო 2019 14:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული