გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" "საბურთალოს" თამაშის შესაფასებლად ქართველ სპეციალისტს, გიორგი დევდარიანს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ბუნებრივია, მწვრთნელები და ფეხბურთელები თავიანთ წილ პასუხისმგებლობას ატარებენ, მაგრამ მარცხი, ალბათ, მხოლოდ მათი ბრალი არ არის...
- გეთანხმებით, არასწორია მხოლოდ მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისკენ ხელის გაშვერა. მერწმუნეთ, გიორგი ჭიაბრიშვილზე მეტად არავინ წუხს იმაზე, რაც მოხდა. ასევე, ფეხბურთელებზე... დღეს მეც გიორგი ჭიაბრიშვილი ვარ!.. როცა რაღაც ისე ვერ მიდის, მეც მრცხვენია ქუჩაში გასვლის. შეიძლება დღეს არ ვმუშაობ აქტიურად, მაგრამ რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, იმაში ჩემი წვლილიც
ხომ არის?!

მე არ ვარ ჩასაფრებული და არც არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია. დონემ კი არ აიწია, არამედ გუნდების კლასი გათანაბრდა... უჭირს უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბს. პირველ ლიგაში რაც ხდება, ეს კიდევ ცალკე თემაა. როგორც ვიცი, არიან გუნდები, სადაც რამდენიმე თვეა, არ დარიგებულა ხელფასი. არ აქვს მნიშვნელობა, რატომ ხდება ეს. ფაქტია თავად ცუდი.

საბოლოოდ ვიღებთ ისეთ სურათს, რომ მხოლოდ 3-4 კლუბი თამაშობს დღეს ჩვენთან ასე თუ ისე მისაღებ ფეხბურთს საერთაშორისო მასშტაბით. ეს საკმარისი არ არის.

აუცილებლად უნდა შევეხო კიდევ ერთ პრობლემას. ჯერ ისედაც არ არის ჩვენს ჩემპიონატში მაღალი ტემპი და მერე მსაჯები ძალიან ხშირად აჩერებენ თამაშს. მე არ ვიცი, რას ემსახურება ასეთი ხშირი გაჩერებები, რატომ ხდება ასე? ფაქტი ისაა, რომ ეს კიდევ უფრო აგდებს ტემპს...

არ ვიცი, რამდენია "არარატ-არმენიას" ბიუჯეტი, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ თითქმის სულ ლეგიონერები დარბოდნენ მინდორზე. პირობითად ერქვა სომხური გუნდი...

როცა ფეხბურთელი მინდორზე გადის, იკინძება ყველაფერი. მერე, რა ტაქტიკაც უნდა აირჩიოს მწვრთნელმა, ყველაფერი მაინც ფეხბურთელის გასაკეთებელია, მისი გასაკეთებელია ბოლო პასი და მისი გასატანია გოლი. ასეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგით რა ან თავს იგიჟებთ ან ჩვენ გვაგიჟებთ.აქ არაა ლაპარაკი წაგებაზე,რა პირველად წავაგეთ თუ რა.აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თამაში ჩაწყობილი იყო.ხალხს სულში ჩააფურთხეს.რა ვერ ხვდებით თუ რა,რას მიედ მოედებით.
კახა ქ.
01:26 16-08-2019
0
gasagebia, icav mcvrtnels, chen titon mcvrtneli xar, magram gulis sigrmechi darcmunebuli xar ro tamachi gaaketes da sibinzure moxda.
KUTAISELI
18:02 15-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული