მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

AutoSharing Option
უეფას მედიაოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ "ფეისბუქზე" თბილისის "საბურთალოს" პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

გთავაზობთ კვარაცხლიას პოსტს უცვლელად:

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცი ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელმაც უამრავი დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო გუშინ იმ ხალხისგან, ვისაც ფეხბურთი მარტო ნაკრებებისა და ევროთასების დროს ახსენდება... 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა:
1) ფკ საბურთალო 2003 წელს დაიშლებოდა...
2) სამედიცინოს სტადიონზე (ბენდელა) კორპუსები იდგებოდა...
3) გლდანის ოლიმპიურ ცენტრში ორი დიდი და ერთი პატარა სტადიონის ნაცვლად საკორპუსეთი გაჩნდებოდა...
4) ტარიელი თავისი ბიზნესიდან უხდის ხელფასს 50-მდე მწვრთნელს, ექიმს, აგრონომს, მასაჟისტს, დაცვის მუშაკს, კლუბის პერსონალს...
5) სწორედ ტარიელის დამსახურებით 800 ბავშვი დადის საბურთალოსა და გლდანში ფეხბურთზე და ქუჩაში არ დაყიალობს...
6) რა თქმა უნდა, წარუმატებლობაში ყველა დამნაშავეა, მაგრამ გუშინ სტადიონზე მსხდომო 12 000 მაყურებელო, როგორ გვაჯობა ქომაგობაში 50-მა სომეხმა ფანმა??????????????
7) 2003 წლიდან 45 დიდი (!!) მოედანი რომ გასხვისდა და გაიყიდა თბილისში, მაშინ სად იყავით? იცით, რომ ამის გამო თბილისში 10 000 ბავშვით შემცირდა ფეხბურთელთა რაოდენობა და 10 000 ნარკომანი მოემატა ქალაქს?
... ამიტომ ჯერ პირი გამოირეცხეთ და თქვენი ჯიბიდან ამოღებული ერთი ლარი მანახეთ ფეხბურთში ჩადებული!!!"

Sportall.Ge

"საბურთალო" 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიშით 0:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა. არადა, ქართულმა კლუბმა სტუმრად 2:1 მოიგო.

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ნუ აპრავებთ ამ კაცს, ჩვენ მოქალაქეები გიხდით ფულს და ჩვენა არ მოვითმენთ ამხელა სირცხვილს, გუშინ უდიდესი შეურაწყოფა მოგვაყენა საბურთალომ, მთელ ქვეყანას სულში ჩააფურთხეს და ამ სირცხვილს ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ.

ღირდა კი ის ფული იმად რა ფულზეც გაყიდეს სომხებზე თამაში?
ერთი ღირსება ვერ გაყიდეს, რადგან არ გააჩნიათ
gio
15 აგვისტო 2019 18:06
1
ეუუუუფ
Bagrat_Margveli
15 აგვისტო 2019 18:06
1
შე უსირცხვილო, ჩემი და ჩემნაირების ჯიბიდან არ არის ამოღებული ის 250 მილიონი სახელმწიფო პროგრამა რომ ქვია და ჭამთ შენ და მთელი ფედერაცია. შედეგი კი ნულია? კიდევ ხმა გაქვთ ამოსაღები?
მამულო
15 აგვისტო 2019 18:04
2
მამუკა, აქამდე შენს მიმართ პატივისცემით ვიყავი განწყობილი და ქომაგებს თავს ნუ შეაძულებ! ჩვენ იმის გამო ვართ განრისხებულები, რომ ამ უთავმოყვარეო ხროვამ რომელთაც "საბურთალო"-ს ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ჰქვია, თავისი უჯიგრო ქმედებებით შეურაცხყოფილები დაგვტოვა! და ამ სირცხვილში მაგ შენი ძვირფასი ტარიელას "ღვაწლი" არანაკლებია, რადგან ასეთ უვარგისებსა და არაპროფესიონალებს ინახავს, მაშინ როდესაც 2-3 ტრასფერის გაკეთება მაინც შეეძლო გუნდის გასაძლიერებლად. მოკლედ, მაგას თუ კიდევ ნამუსი შერჩა, უმკაცრესად უნდა მოკითხოს ყველას ვინც ამ სიბინძურეში მონაწილეობდა! ესაა ჩვენი პასუხი
qomagi
15 აგვისტო 2019 18:04
2
რაც კარგი გაუკეთებია იმისთვი მადლობა,მაგრამ მაგ ჩამონათვალით თუ ცდილობ გუშინდელი მარცხის გამართლებას და იმის თქმას თუ ცდილობ მერე რა მოხდაო...არაფერიც არ მოხდა ..უბრალოდ საბურთალომ მთელი მისი შემადგენლობით ჩაისვარა და მეტი არაფერი
jaba
15 აგვისტო 2019 17:57
2
ამ მრავალშვილიანობას და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მაგრად იფარებენ ხოლმე ლეღვის ფოთოლივით, თითქოს ინდულგენცია იყოს :)
Nietzcshe
15 აგვისტო 2019 17:57
0
მეც ზუსტად ამის თქმა მსურდა-მრავალშვილიანი მამა და მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო და ასეთი "დიდი" საქმეები ეკეთებინა,როგორც თქვენ ამას უწოდებთ,ცუდი კაცი იქნებოდა?
დათა
15 აგვისტო 2019 19:25
1
თუ დაავალებდნენ ისე კარგად იზავდა როგორც 2 და 2 = 4,
ამ ძმაკაცობა - ბიძაშვილ მამიდაშვილობამ მიგვიყვანა ნეპოტიზმების მწვერვალზე.
თქვენ ალბათ ისიც გეცოდინებათ რომ თამაშის გაყიდვისთვის 2-3 კაციც არის საკმარისი.
შეიძლება ბატონ ხეჩიკაშვილსაც აღარ ააქვს სურვილი ძლიერი გუნდის ყოლა-პატრონობისა. ასე რომ გუშინ ასიათასობით გულშემატკივარის გულისტკივის და წყენის მესმის იმიტომ რომ მეც მათ რიცხვში ვარ. თქვენზე არანაკლებად მინდოდა ეს ბარიერი დაგვეძლია.
ამიტომ თუ რაიმე მამაძაღლობას ჰქონდა ადგილი- პასუხი აგონ,,
REZO
15 აგვისტო 2019 17:55
2
ბატონო მამუკა,

თქვენი პოსტის ბოლო წინადადებით თქვენი როგორც მოხელის ავტორიტეტი 0-ს გაუტოლეთ!!! ხომ არ გავიწყდებათ ვის ხარჯზე იღებთ ხელფასს?! და კიდევ, მიუხედავად თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიკეთეებისა ხეჩიკაშვილი თავისი საბურთალოთი გახდა ქართული ფეხბურთის ერთი დიდი სირცხვილის შემოქმედი და ამას ვერც თქვენი და ვერც კიდევ 100 მისი ძმაკაცის ხოტბა ვერ გადაშლის.!
lagashi
15 აგვისტო 2019 17:53
1
მარტლმამდიდებელი კი არა ანტიქრისტეა...კლუბი საბურთალოც მისი მსგავსი. ჰა, კორუფციას ვერ შეეშვი მართლმადიდებელო, მიყიდე ერევანს თბილისი...შენ კიდევ პატივცემულო კვარაცხელიავ ხომ ხედავ ადამიანის ამოცნობა გიჭირს, ჰოდა, ძროხებს მიხედე....გამომივიდა აქ მორალისტი...
კარლ ჰაინც რუმენიგე
15 აგვისტო 2019 17:52
4
ჩვენი ფეხბურთი მოკვდა დიდი ხანია!!!რაგაც გამონატებები გვაქ ხანდახან ისიც ტუ ვინმე ნიჩიერი გამოანათებს!!! უაზრო ბაქი ბუქები.ტარიელმა ჯობია ეგ თანხა რასაც ამათ ახარჯებს ვიცი რო დიდი თანხა არა ნუ რაც არის.
რამდენი ობოლი ბავშვია საქართველოში იმათ მოახმაროს!!! ეს უკვე საშინელება უბრალოდ.აგარ ვიზახი ინგლისზე და ტოპ კვეყნების ჩემპიონატზე
ხორვატია ჩვენზე ნაკლებია და ტავს იკლავენ რო ტავის ხალხი და კვეყანა ასახელონ.ესენი საიდან მოვიდნენ ესეტითი უჯიგრობი!ის შეირიფიც შემთხვევით იყო დამიჯერეთ!!!
ქართველი
15 აგვისტო 2019 17:52
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული