მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

AutoSharing Option
უეფას მედიაოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ "ფეისბუქზე" თბილისის "საბურთალოს" პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

გთავაზობთ კვარაცხლიას პოსტს უცვლელად:

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცი ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელმაც უამრავი დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო გუშინ იმ ხალხისგან, ვისაც ფეხბურთი მარტო ნაკრებებისა და ევროთასების დროს ახსენდება... 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა:
1) ფკ საბურთალო 2003 წელს დაიშლებოდა...
2) სამედიცინოს სტადიონზე (ბენდელა) კორპუსები იდგებოდა...
3) გლდანის ოლიმპიურ ცენტრში ორი დიდი და ერთი პატარა სტადიონის ნაცვლად საკორპუსეთი გაჩნდებოდა...
4) ტარიელი თავისი ბიზნესიდან უხდის ხელფასს 50-მდე მწვრთნელს, ექიმს, აგრონომს, მასაჟისტს, დაცვის მუშაკს, კლუბის პერსონალს...
5) სწორედ ტარიელის დამსახურებით 800 ბავშვი დადის საბურთალოსა და გლდანში ფეხბურთზე და ქუჩაში არ დაყიალობს...
6) რა თქმა უნდა, წარუმატებლობაში ყველა დამნაშავეა, მაგრამ გუშინ სტადიონზე მსხდომო 12 000 მაყურებელო, როგორ გვაჯობა ქომაგობაში 50-მა სომეხმა ფანმა??????????????
7) 2003 წლიდან 45 დიდი (!!) მოედანი რომ გასხვისდა და გაიყიდა თბილისში, მაშინ სად იყავით? იცით, რომ ამის გამო თბილისში 10 000 ბავშვით შემცირდა ფეხბურთელთა რაოდენობა და 10 000 ნარკომანი მოემატა ქალაქს?
... ამიტომ ჯერ პირი გამოირეცხეთ და თქვენი ჯიბიდან ამოღებული ერთი ლარი მანახეთ ფეხბურთში ჩადებული!!!"

Sportall.Ge

"საბურთალო" 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიშით 0:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა. არადა, ქართულმა კლუბმა სტუმრად 2:1 მოიგო.

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ხეჩიკაშვილის "კაი კაცობაზე" სალაპარაკოდ საკმარისია მხოლოდ იმის თქმა, რომ პირადად მის მერკანტილურ ინტერესებს შეეწირა ქვეყნის ორგზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი".

გაიკითხეთ-გამოიკითხეთ კარგად, თუ აქვს ბოლო 2-3 სეზონში ხეჩიკაშვილს დახარჯული თუნდაც თეთრი საკუთარი ჯიბიდან, სამაგიეროდ სახელმწიფოს "ძუძუს" კი მოერგო ხოშიანად. კოკაია და ხმაურიანი "ზესტაფონი" კიდევ ამ ძუძუზე მორგების საშუალებას არ მიცემდნენ, იცოდა ეგ და მიტომ იკლავდა ხეჩიკაშვილის ძმაკაცი და საგანგებო ელჩი სფფ-ში კახა ჭუმბურიძე ფედერაციის აღმასკომში "ზესტაფონის" დაბრუნების შესახებ მსჯელობისას ამ კლუბის დაბრუნების წინააღმდეგ.

ეჭვი თუ ვინმეს შეგეპაროთ, წადით და კითხეთ "ზესტაფონს". აქ ეგ ყველამ კარგად იცის
Bagrat_Margveli
15 აგვისტო 2019 18:07
2
და ეს "მარგვეთი-2006" რა დამსახურებისა და ჩინ-მედლების გამო უნდა ათამაშოს უფასოდ ვინმემ თავის მოედანზე? :)
Bagrat_Margveli
16 აგვისტო 2019 12:09
0
მე ხეჩიკაშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები,მაგრამ არც ეგ თქვენი კოკაიაა ანგელოზი.არც როგორც თქვენ ამბობთ ვერ კოკაიას აქვს მაინცდამაინც კარგი სახელი ზესტაფონში.მარტო ის რად ღირს „მარგვეთს“ მოედანზე რომ არ უშვებდა და სახლის თამაშებს ხან ხარაგაულში და ხან წყალტუბოში რომ ატარებდა.
zesta
15 აგვისტო 2019 18:29
27
მერედა რა შუაშია მართმადიდებლბა და 7 შვილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
me
15 აგვისტო 2019 21:11
3
გადაგიშენდა შენი ფარისეველი თავი! შენნაირი ჟურნალისტები ღუპავენ ამ ქვეყანას. მშიერმუცელა მონა ეს! ეს წაგება როგორ უნდა გააპრავო? რა სადღეგრძელოებს წერ? გაგიტკბა ხომ ფედერაციის ფულები? ადმინს ვთხოვ, გაანებოს თავი ცენზურას და გამოაქვეყნოს კომენტარი. არ შეიძლება ცენზურის გარეშე ისაუბრო მსგავს მედროვეებზე. შენ არ იყავი ახალკაცს რომ ლანძღავდი ? (ზოგჯერ სამართლიანადაც). ახლა გაძეხი ხომ? სადაა პროგრესი? ანდორის ნაკრების და გაბალას დამარცხებაა პროგრესი? ამისთვის ღირს 250 მილიონის გადაყრა ამ დამშეულ ქვეყანაში?
1234
15 აგვისტო 2019 19:40
2
ბიუჯეტიდან რომ ერიცხება ქართულ ფეხბურთს დახმარება საინტერესოა ვისი ფულია... 1 ლარი კი არა მილიონები მიაქვს ქარს
პაპა
15 აგვისტო 2019 19:57
3
ხომ არ დადგა დრო მოვითხოვოთ იმ 250 მილიონიანი (ანუ ჩვენი ფულის) პროექტის შეჩერება?
zviads
15 აგვისტო 2019 20:26
4
მართალია, 250 მილიონით რამდენი გაკეთდებოდა, მაგალითად, სოფლის მეურნეობისთვის, ჩემპიონთა ლიგას მაინც ტელევიზორში ვუყურებთ და სოფელი რომ მოძლიერდება მერე უკეთესი ფეხბურთელები წამოვლენ რეგიონებიდან.
ილიკო
17 აგვისტო 2019 11:50
0
ხეჩიკაშვილი თუ თავისი ჯიბიდან უხდის ფულს შენ ჩვენი ჯიბიდან გიხდით და ჯობია პირი შენ გამოირეცხო სანამ ჩვენ კრიტიკას დაიწყებ. გასაგებია?
a.a.
15 აგვისტო 2019 19:33
1
შენ არ იყავი საახალწლო დასაკლავი გოჭივით რომ ჭყიპინებდი მიმიშვით და ავაყვავებო ფეხბურთსო, მიგიშვით და ჩაიჯვით უარესად! ტოტალიზატორებზე რომ ყიდის შენი “მართლმადიდებელი” “მინისტრი-ბიზნესმენი, ქველმლქმედი” და ა.შ. ხეჩიკაშვილი ფაქტია!
ვახო
15 აგვისტო 2019 18:39
2
ეს თამაში ტოტალიზატორში გაყიდული რომ გვგონია, მაგიტომ არის ასეთი ამბავი, თორემ მანამდე ყველა ტაშს უკრავდა საბურთალოს და აქებდა ჭიაბრიშვილს. ახლაც ტაშს დავუკრავდით რომ ებრძოლათ. სხვაგვარად როგორ ავხსნათ ასეთი უიაზრო თამაში და მე-2 გოლის დროს კოხრეიძის უაზრო პასი თავდასხმიდან დაცვის ცენტრში, რასაც რეხვიაშვილის უაზროდ თუ შეგნებულად აკიდებული პენალტი მოჰყვა. ეს არის მიზეზი ხალხის გამწარების თორემ ვის არ წაუგია.
ტოტალიზატორბურთი
15 აგვისტო 2019 19:33
1
მამუკა ის კატეგორიაა წინა ფედერაციას რომ ყველაფერში აკრიტიკებდა და ახალზე აუგს რომ ვერ დააცდენინებ.
წინა ფედერაციისგან განსხვავებით ახალი ბევრად დიდ ფულს ნთქავს.

პატრიოტობა 7 შვილის ყოლა კიარაა, პატრიოტობაა თანამდეობაზე რომ ხარ და წილში არ ჩაუჯდები საკუთარ ხალხს
1234
15 აგვისტო 2019 21:48
7
ამ მრავალშვილიანობას და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მაგრად იფარებენ ხოლმე ლეღვის ფოთოლივით, თითქოს ინდულგენცია იყოს :)
Nietzcshe
15 აგვისტო 2019 17:57
0
მეც ზუსტად ამის თქმა მსურდა-მრავალშვილიანი მამა და მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო და ასეთი "დიდი" საქმეები ეკეთებინა,როგორც თქვენ ამას უწოდებთ,ცუდი კაცი იქნებოდა?
დათა
15 აგვისტო 2019 19:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული