ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
ხალხო,ეს კაცი ისევ გვაბოლებს! წლევანდელ ევროტურნირებში საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!! პორტუ და სელტიკი რომ იმაიმუნებს,ამხელა ისტორიის და ტიტულის მქონე კლუბები რა გასაკვირია,რომ საბურთალომ იმაიმუნოს?
ცივი გონებით და არა გულშემტკივრის პოზიციიდან შეხედეთ მომხდარს!!! დაუკვირდით! ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით ამთავრებენ!!!
როდემდე უნდა გვაბოთაონ...??? საფეხბურთო მაფიის მიერ ზღაპრული ოდენობის თანხის მოგებაბასთან გვაქვს საქმე! მთელი მსოფლიო უნდა გამოვიდეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველათ!
გიოშა
16 აგვისტო 2019 10:29
7
დიზლაიკებს წერენ ტოტალიზატორების მფლობელები და ფეხბურთთან დაკავშირებული პირები!!!

შეცდომაში არავინ შეგიყვანოს საქართველო!!!
გიოშა
16 აგვისტო 2019 10:59
5
""საბურთალოს" დებიუტს ევროთასებზე კარგსაც ვერ დავარქმევთ, გუნდმა 6-დან 4 მატჩი წააგო. უფრო მეტი სარეიტინგო ქულის მოპოვება "ჩიხურამაც" კი შეძლო, რომელიც მეორე ეტაპიდან გავარდა." კიდევ ღირს საუბარი "საბურთალო"-ზე?...
გიორგი
16 აგვისტო 2019 15:05
2
შე დალოცვილო, ნახევარი წელი გქონდა იმისთვის რომ გაძლიერებულიყავი და ნორმალური ლეგიონერი დაგემატებინა, მითუეტეს იყო უკვე წინა წლების გამოცდილება, იგივე ქართული გუნდებისგან და რა ვერ მოაბით თავი იმას, რომ აქაური სეზონის დასაწყისიდანვე დაიმატოთ. კი ბატონო არიან გუნდში გიი, გონსალვეში, ტერა, (რომელებსაც ფაქტიურად უთამაშიათ მთელი სეზონი ტრავმების გამო), როლოვიჩი, მაგრამ საუბედუროდ 2 მათგანი ეხლაც არ იყო ამ თამაშზე, ესეიგი არაა საკმარისი და ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგეთ საკითხს, როცა უეფაზე გადიხართ. გასაგებია რომ ეს რესურსი ყოფნის ეროვნულ ჩემპიონატს, მაგრამ არა ევროპას.
QT
16 აგვისტო 2019 11:55
0
პირველად ცხოვრებაში ფეხბურთს უყურე 1976 წელს.6 წლის ვიყავი.იმის მერე ზოგადად ფეხბურთი არი როგორც ოჯახის წევრი ჩემთვის.პირობას ვდებ არასოდეს არ უყურებ საბურთალოს თამაშს.ვიცი ამით არაფერი დაუშავდება ხეჩიკაა თუ ხაჩიკას და საბურთალოს,მაგრამ მე ჩემი მხრიდან ასე გამოვყატავ პროტესტს იმ სირცხვილისთვის.
ლ.გიო
16 აგვისტო 2019 07:27
2
კარგით ხალხო ნუ ილანძღებით და ნუ იშლით ნერვებს,მთავარი სათქმელი გუშინ თქვა პეტრიაშვილმა. კაცი თურმე მართმადიდებელი ყოფილა თურმე ეკლესიაში სანთელსაც ანთებს,ხანდახან, ერთი ორი შავი ჯიპიც აქვს მიყვანილი მამაოებისთვის, ფედერაციაში და მთავრობაში გაიასნებული აქვს ყველაფერი, ტენდერების ჩათვლით,ამასთან 7 შვილიც ყავს,ერთი სიტყვით ჯიგარია რაა...
ME
16 აგვისტო 2019 14:54
1
კარგი წააგე, წააგე, არავის აქვს ილუზია, რომ რომელიმე ქართული კლუბი რაოდენ სამწუხაროც არ იყოს ლიგას მოიგებდა, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი იცით რა არის, როცა ასე წაგების მერე მოდიხარ და აღელვებულ და გაღიზიანებულ გულშემატკივარს კიდე აქეთ აგინებ და თავი რაღაც განსაკუთრრბული წარმოგიდგენია, მე ნამდვილად არ ვიცი ვინ არის ის ლაწირაკი, რომელიც შავი მაისურით და კლუბის ბეიჯით კისერზე აქეთ აგინებს გულშემატკივრებს, მაგრამ ასეთი ხალხით დაკომპლექტებული გუნდის იმედი მე პირადად არ მაქვს, უპასუხისმგებლო და უზრდელი ფუნქციონერები, ყვრლას არ და ვერც შეეხება საბედნიეროთ. თქვენ ვერ გადიხართ და ტელევიზორში მაინც უყურეთ როგორ იქცევიან სხვა გუნდების ხელმძღვანელები. კიდევ ერთი მე პირადად, ახლა ამ მომენტში უფრო გამიხარდება, რომ დადასტურდეს თამშის გაყიდვა და დისკვალიფიკაცია მოგცენ, რადგან მაგას იმსახურებთ, მაგრამ თუ ეს მართლაც წააგეთ, მაშინ თქვენ სარრთოდ უნდა ჩამოგაშორონ ფეხბურთს, ვინაიდან არაფერი გაგეგებათ მასში, ყოვლად უნიათო და უსახური თამაში, ფეხბურთელები ადამიანები არიან და თუ ისინი ვერ თამაშობენ, მწვრთნელმა უნდა შეცვალოს, თუ არ აკეთებს ამას ე.ი. არ ყოფნის კომპეტენცია ამ საკითხში, თუ ამის საშუალება არ აქვს კომპეტენცია არ გყოფნით გუნდის სხვა ხრლმძღვანელებს, თუ გუნდი ფსიქოლოგიურად ვერ განეწყო ეს ყველას ჩავარდნაა, შეკრული წრეა და არავის ეყო იმის ტვიჯი ამ.მოჯადოებული წრიდან გამოვიდეს და მიდგომები შეცვალოს.
qwerty
16 აგვისტო 2019 12:49
3
ზაგრების დინამოსთან წაგების მერე ვინმემ რამე გითხრათ? გაგაკრიტიკათ ?? იმიტო რო ყველამ იცის რო გაცილებით უკეთესი გუნდია და გასაგებია რაც მოხდა... ამ კონკრეტულ შემთხევაში 1:2 სტუმრად მოგების შემდეგ გულშემატკივარმა დააფასა და მოვიდა სტადიონზე (ბოლოს მართლა არ მახსოვს ამდენი ხალხი ქართულ გუნდს ქომაგობდეს) თქვენ რა ქენით?... ამის მერე გექნებათ პრეტენზია ცარიელ სტადიონებზე და ასეც იქნება სანამ ასე გააგრძელებთ არარატისნაირ 2 წლის გუნდთან უსახურ თამაშს... ნდობა უნდა მოიპოვოთ ხალხში და ნდობის მოპოვება ასე არ ხდება... გირჩევთ რაგბის ეროვნული ნაკრების რომელიმე თამაშს დაესწროთ და დაინახოთ როგორი გულშემატკივრობა ვიცით
დაჩი
16 აგვისტო 2019 09:43
4
ქოცი ხარ და რაც გინდა თქვა უაზრობაა ქოცი ქოცია......ასე რომ ქოცებს რააა?
ზურა
16 აგვისტო 2019 09:36
14
ნაცის სტილი იგრძნობა
sormona
16 აგვისტო 2019 13:46
5
სართოდ შევეშვათ თამაშის გარიგების თემას. ვთქვათ, რომ ეს გამორიცხულია. სუფთა სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე რომ მივუდგეთ, მაშინაც კი გასაგები უნდა იყოს გულშემატკივრის რეაქცია იმ სამარცხვინო შედეგზე რაც მივიღეთ. და საერთოდ ყველა შედარებით შეძლებული ქართული კლუბის ხელმძღვანელმა უნდა შეიგნოს, რომ თუ იმის რესურსი არ გააჩნია ევროტურნირებზე თუნდაც 2 ეტაპი გადალახოს და შინაურ კედლებში თუნდაც 2 მატჩი მოიგოს, მაშინ ნუ ისახავენ მიზნად საქართველოს ჩემპიონობას და საპრიზო ადგილებს! წლებია ასე გრძელდება. არ უნდა იყოს მათთვის მთავარი მიზანი ჩემპიონობა და თასი. ეროვნული ლიგისა და თასის მოგება რჩება კლუბისა და ფეხბურტელებისათვის ინდივიდუალურ მიღწევად, შემდეგ კი ეს კლუბები უკვე ქვეყნის სახელით გამოდიან ევროპის თასებზე. ასეთ დროს უკვე მთელი ერი მათ გულშემატკივრობს. ჰოდა თუ კი გუნდის ისეთ დონეზე გაძლიერება არ შეგეძლებათ რომ არ "ჩაისვაროთ" ქვეყნის დროშის ქვეშ, საერთოდ ნუ გაიქაჩებით საპრიზო ადგილებისათვის.
ანესთეზეოლოგი & Commentat 2
16 აგვისტო 2019 10:18
3
აი ზუსტად რომ ვერ წარმოგედგინა და საერთოდ წარმოდგენა რომ არ გაქვთ სპორტზე ფეხბურთზე ქართველზე და საქართველოზდ ამაზე ვწერთ და ეს გვტკივა. ისიც არ გეცოდინებოდათ სომხეთის გუნდი რატომ იყო პრინციპული მეტიქე და ის ხომ საერთოდ არ გეცოდინებოდათ რომელ თარიღზე წაასხით ასე სამარცზვინოთ და უგულოდ. მაგაშია საქმე საერთოდ რომ არ ხართ ამ ქვეყანაზედ
სირცხვილია
16 აგვისტო 2019 23:06
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული