ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
ისე რ ე პ უ ტ ა ც ი ა კი დაკარგეთ ბატონო სამუდამოდ და ფასი კი გეცოდინებათ თვითონ. იმედია არც ისე იაფად..
Vakhtang Lobzhanidze
16 აგვისტო 2019 11:30
2
აგვისტოს დღეები, 8 აგვისტოს დაიწყო სამაჩაბლო, 14-ში აფხაზეთი, ნუ აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონის უდიდესი წვლილი ყველას მოეხსენება, ხო და სულ რომ არ გაგეყიდათ როგორც იძახი თამაში, მოტივაცია, ანთებული თვალები სად იყო, თორემ წაგებით რეალი და ბარსელონაც აგებს, მაგრამ თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ, თქვენი პატრიოტიზმი ფულის კეთებაა ტიგრან ხეჩიკიანო და აკეთე კიდევაც, არავინ გიშლის, ოღონდ არა ქვეყნის ბიუჯეტით და ხალხის ნერვების მოშლით, არარატს 2 გოლი ჰქონდა გასატანი, უბანში რომ 11 კაცი მოაგროვო და დაცვაში ჩააყენო სწორად არჩეული ტაქტიკით, მათ ვერ გაუტანს ეს არარატი 2 გოლს. კობიაშვილო, გამოჩნდი, უკვე დროა და გვესაუბრე ჭეშმარიტ ღმერთზე
llcl
16 აგვისტო 2019 08:49
2
ეს თამაში იყო გარიგებული--ამიტომაც ხალხო აღარ მიხვიდეთ სტადიონებზე საბურთალოს თამაშების სანახავად და მით გამოვხატოთ პროტესტი ჩვენი გამწარებისათვის.
დათო
16 აგვისტო 2019 08:23
2
პრობლემა საქართველოში არის --ფულის კეთება ოღონდ ყველანაირი მეთოდით ბტ ტარიელ...
მოკლედ 2 წლის წინ გადაცეს ტორპედო ვიღაც ქუთაისის მერიასთან დაახლოებულ ქართველ ვაჟკაცს,იმან კლუბის ყველა ფინანსები მოხვეტა წავიდა და გაქრა....ჩვენი ფედერაცია და გამოძიება რა პასუხს იძლევა???---ვერ პოულობენ თურმე იმ ფანტომასს...
სინამდვილეში ფედერაციამ წილები ჩაიდო და სხვასაც გაუნაწილა იმ ჩ უ ჩ უ ნას ხელით და მორჩა...
კლუბი დაშალეს და ასეთ ამბავზე ერთი ფოთოლი არ გატოკებულა ხმა არ ამოუღია არავის არც ვეტერანებს არც მოქმედებს არც მომავლებს და არც არავის....
ხოდა იყიდება საქართველოო გვითხრა წიკლაურმა და კიარ უნდა გაგვიკვირდეს აწი რამე !!!!
დღეს ტექნოლოგიების საშუალებით ვის სად როდის რა გადაურიცხეს, ყველაფრის გაგება შეიძლება და ესენი კიდე გვაბოლებენ და ჰაჰაჰა....
მოკლედ ერთი ფრეკენ სალანდერი გვჭირდება რო მთელი ნაგავი გამოააშკარავოს მარა სადაა ასეთი ვინმე...
სპორტ ფაზა
16 აგვისტო 2019 07:36
3
მარტო სიტყვიერად არა ფიზიკურად უნდა ჩაექოლათ ყველა იმის ღირსები ხართ ეხლა თუ გინდა ზედიზედ გადით ჯგუფში მაინც ფეხებზე გვეკიდებით ამ წაგებას და თუ მიცემას არ გაპატიებთ არასდროს!!!
912
16 აგვისტო 2019 12:34
1
ფულის საკეთებლად ხარ ზუსტად სამარცხვინო ხარ და ყველა ქარტული კლუბის მეპატრონე თუ მენეჯერებს რო ეზახიან თავს
zaza
16 აგვისტო 2019 11:21
4
ტიპს სიფათზე დააკვირდით და ყველაფერს მიხვდებით.
ტოტო
16 აგვისტო 2019 11:43
3
მატჩი გარიგებული იყო თუ არა რეალურად გულშემატკივართა დიდმა უმრავლესობამ ნამდვილად არაფერი იცის (ამის დამადასტურებელი ფაქტის შესახებ უცნობია), მაგრამ იმ გარემოებას რა ვუყოთ, რომ რბილად რომ ვთქვათ უჯიგრო თამაშის შედეგად ქართულმა კლუბმა წააგო, ალბათ მსოფლიოში ყველაზე პრინციპული ქვეყნის (სპორტული თვალსაზრისით) წარმომადგენელთან არარატთან!!!!!!!! რომელთანაც სულ რომ საკაცით გაგიტანონ მოედნიდან არ უნდა წააგო!!!!! ახლა ისიც არ გამოდგება მიზეზად ჩვენზე დალაგებულუ ქვეყნის გუნდთან წავაგეთო!!!!! ღირსება, თავმოყვარეობა სირცხვილი არაფერი აღარ არსებობს?!!! ამ ყველაფრის შემდგომ მწვრთნელი იძახის ორი დღე მაცადეთ კიდევ და მერე მივიღებ გადაწყვეტილებასო!!!! გულშემტკივრებს არარატთან წაგებით მიღებული ტრამვა არ კმარა კიდევ რომ გვეღადავებით?! ამის მერე გულშემატკივარი გინდათ სტადიონზე და რაღაცეებს ღადაობთ უეფას რაღაცეებს გამოვაძიებინებთო?! და ბოლოს ერთი რაღაც ფეხბურთი პირველ რიგში გულშემატკივარი და მის გარეშე ის არაფერია!!!!!
.........
16 აგვისტო 2019 17:33
2
ერთი აზრი მაქვს და გაგიზიარებთ: ნიკა მალის მივაწვდინოთ ხმა და სადმე წესიერ გუნდში რომ ეფიქრა წასვლა, არა მგონია საქართველოში ამჟამინდელ კლუბზე უარესი ბევრი იყოს და არც ის მგონია რომ კარგ გუნდებს არ ჰქონდეთ ამის სურვილი. როგორც ფეხბურთელი ცოდვაა ასეტ გუნდში რომ დარჩეს, (ეს შეხედულება გამაჩნია და შეაფასეტ რაა?)
gela 67
16 აგვისტო 2019 17:13
2
საბურთალოს მიერ ჩატარებული ყველა თამაში წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!
თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!

ხალხო,ნეიტრალური პოზიციდან და არა გულშემატკივრის,ცივი გონებით შეხედეთ მომხდარს!

ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით იწყებენ და ამთავრებენ!!!


როდემდე უნდა გვაფურთხონ სულში???
გიოშა
16 აგვისტო 2019 12:54
9
დიზლაიკებს წერენ ტოტალიზატორების მფლობელები და ფეხბურთთან დაკავშირებული პირები!!!

შეცდომაში არავინ შეგიყვანოს საქართველო!!!
გიოშა
16 აგვისტო 2019 15:17
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული