ლევან შენგელია: ჩემი სამსახურით 3 კლუბია დაინტერესებული

AutoSharing Option
ქართველ გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, აინტერესებს, დარჩება თბილისის "დინამოში" მისი ერთ-ერთი ლიდერი ლევან შენგელია თუ კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს.

ლევანმა კომენტარი "ფეიენოორდთან" მატჩის შემდეგ გააკეთა.

"მეორე თამაში ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო, რადგან პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით დავმარცხდით.

საპასუხო მატჩში ვეცადეთ, გოლი არ გაგვეშვა და თუ გამოჩნდებოდა შესაძლებლობა, სათამაშო სტილსაც შევცვლიდით. თუმცა არ გამოგვივიდა, პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა, მხოლოდ მეორე ტაიმში მოვახერხეთ გატანა.

მეორე შეხვედრა პირველზე გაცილებით უკეთესი იყო და საერთოდ, თუ როტერდამული მატჩის ბოლო 10 წუთს არ გავითვალისწინებთ, ევროპა ლიგა საკმაოდ
კარგად გავიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი წლისთვის გუნდი არ დაიშალოს და პროგრესი განაგრძოს.

არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჩემთვის ბოლო მატჩი "დინამოს" რიგებში, გადაწყვეტილი ჩემი ტრანსფერის შესახებ არაფერია. ჩემი სამსახურით 3 კლუბია დაინტერესებული - 2 ესპანური და 1 თურქული. ეს უკანასკნელი უმაღლესი ლიგის გუნდია".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესპანეთი ჯობია ბევრად, ცარმატებები , იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიგებ უფრო მეტი განვითარებისთვის
va-le
17:22 16-08-2019
0
ბარსელონა და რეალი ვერ შეთანხმდნენ არა მე მინდა არ მეო. წადი წადი ჭ კლასში და მერე ხეხე იქ ზამენის სკამი.
Barsa
12:42 16-08-2019
26

სიახლეები პოპულარული