10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "არარატ-არმენიასთან" მატჩში

AutoSharing Option
"საბურთალოს" "არარატ-არმენიასთან" 0:2 მარცხის შემდეგ, დროა თითოეული ფეხბურთელის მოქმედება 10-ბალიანი სისტემით შევაფასოთ.

ომარ მიგინეიშვილი - 4.0 - მიგინეიშვილს ამ შეხვედრაში განსაკუთრებული საქმე არ ჰქონია, ძირითადად წინ პასების განაწილებით იყო დაკავებული, რომელთა 89% ზუსტი იყო. თუმცა ერთ მომენტში მისი არასწორი პასის გამო, მეტოქეს კიდევ ერთი შანსი გაუჩინა. ამავე შეხვედრაში მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი "სეივი" ფიქსირდება. არც ერთი გოლის მომენტში, მისი დადანაშაულება არ შეიძლება.

გაგი მარგველაშვილი - 2.5
- გუნდის კაპიტნის მოქმედებები არადამაჯერებელი და უშედეგო იყო. ზოგადად სამმცველიან ტაქტიკაში მცელები ერთმანეთს ხელს უფრო
უშლიდნენ ვიდრე ერთმანეთის დაზღვევით იყვნენ დაკავებული. თუ გადავხედავთ მარგველაშვილის პასებს, მან ყველაზე მეტი გადაცემა უკან მეკარისკენ გააკეთა, რაც სუსტ მეტოქესთან ფეხბურთელის არც თუ დამაჯერებელი ქმედების მაჩვენებელია.

ლევან კაკუბავა - 2.0 - კაკუბავას ევროტურნირების დიდი გამოცდილება აქვს და ასეთი სუსტი თამაშის წარმოჩენა, მის შესაძლებლობებს ხაზს უსვამს. პირველი გოლის დროს მისი დანაშაული საკმაოდ დიდია, კობიალკო იმდენად ცუდად ჰყავდა დაზღვეული, რომ რუსმა უმარტივესი მოქმედებით შეძლო გოლის გატანა. ის ამავდროულად ძალიან პასიური იყო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი იყო.

გიორგი რეხვიაშვილი - 1.5 - მეორე გოლის მომენტში მის მიერ ფეხებში ვარდნა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია, რადგან მეტოქე არ იმყოფებოდა იმ პოზიციაზე რომ ამის აუცილებლობა ყოფილიყო. პირიქით ყველაფერი შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ ეს მომენტი სახიფათო არც ყოფილიყო. ამავდროულად რეხვიაშვილი ბევრ ორთაბრძოლაში დამარცხდა და მისი პასების ძირითადი ნაწილი, როგორც მარგველაშვილის შემთხვევაში უკან იყო მიმართული.

ნიკა მალი - 3.0 - თბილისელთა ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელსაც არ ჰქონია კარგი შეხვედრა, მის ფლანგზე მყოფი მაილსონ ლიმა ხშირ შემთხვევაში ჯობნიდა, მისი პასების 50% არაზუსტი იყო. შეხვედრის მიწურულს ემოციები ვერ მოთოკა და მეტოქესთან კამათში ჩაერთო, როდესაც შეხვედრა გადასარჩენი იყო.

ლუკა ლაკვეხელიანი - 3.0 - პირველი გოლის მომენტში ნარსიგის დაზღვევა უკეთესად მართებდა, რადგან ჰოლანდიელმა ძალიან მარტივად გააკეთა გადაცემა. ლაკვეხელიანმა რამდენჯერმე მოახერხა შეტევაში კარგად ჩართვა, თუმცა შეხვედრის ბოლო ოც წუთში დაღლა დაეტყო და ბურთი სწრაფად შეტევაში ვერ აჰქონდა.

ალვინ ტერა - 2.5 - კენიელმა მოედნის ცენტრში რამდენჯერმე მოახერხა მეტოქის შეტევის განმუხტვა, თუმცა ამავდროულად შეხვედრის მეორე ტაიმში რამდენჯერმე დაკარგა კიდეც. აღსანიშნავია ისიც, რომ ის პასებს წინ თითქმის არ აკეთებდა და შეტევების წამოწყებაში არ მონაწილეობდა.

სანდრო ალთუნაშვილი - 3.0 - მისი ერთ-ერთი მოვალეობა შეტევების ორგანიზება უნდა ყოფილიყო, თუმცა მას ეს არ გამოსდიოდა. არც შეტევების ჩაშლაში იყო იდეალური და ზოგადად ნაკლებად აქტიურობდა.

გიორგი დიასამიძე - 2.5 - გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი შეტევაში, ხშირად არ აძლევდა პასს უფრო ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს, მისი დრიბლინგები უშედეგო იყო და მეტოქის მცველები ხშირად განმუხტავდნენ მის შეტევებს. არ გამოირჩეოდა ფანტაზიით და მისი მოქმედებები სწორხაზოვანი იყო.

გიორგი გაბედავა - 3.0 - 34-ე წუთზე მას გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მეტოქის მეკარემ აბაკუმოვვმა არ მისცა ამის საშუალება. ხშირ შემთხვევაში ის უბურთოდ მოძრაობდა, ბევრს დარბოდა მის მოსაპოვებლად და მეტოქის მცველებს ავიწროებდა, თუმცა ძირითადად უშედეგოდ. ამავდროულად არც თანაგუნდელები ანებივრებდნენ პასებით და მისი ქმედებები ამ შეხვედრაში მინიმალური იყო.

გიორგი კოხრეიძე - 3.0
- ამ მატჩში ის შეტევებს ხშირად ამწვავებდა, მის შესაჩერებლად რამდენიმე მეტოქე ფეხბურთელი მოქმედებდა. თუმცა მისი უპატიებელი შეცდომაა, უკან პასი რომელმაც მთელი მოედანი გადაკვეთა და თბილისელთა საჯარიმოს სიახლოვეს მყოფ მეტოქის ფეხბურთელს მიუვიდა, რაც საბოლოოდ გოლით დასრულდა. შეხვედრის კულმინაციის დროს, როდესაც ანგარიში იყო გადასარჩენი, მეტოქის ფეხბურთელებმა ის კარგად ჩაკეტეს და არ აძლევდნენ ბურთით მოძრაობის საშუალებას.

ცვლილებები

ლევან ყენია - ის შეცვლაზე მოედანზე პირველი გამოვიდა, თუმცა მისი აჩრდილი უფრო დარბოდა მოედანზე ვიდრე ის. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მას არაფერი არ გამოსდიოდა.

ოგნიენ როლოვიჩი - როლოვიჩმა თითქმის ნახევარი საათი დაჰყო მოედანზე, თუმცა კარისკენ არცერთხელ არ დაურტყამს, არც დრიბლინგები განუხორციელებია და არც სახიფათო მომენტი შეუქმნია.

თორნიკე გორგიაშვილი - ვერც გორგიაშვილმა შეიტანა სიმწვავე თამაშში, ძირითადად მოედნის ცენტრში დარბოდა და პასების განაწილებით იყო დაკავებული.

გიორგი ჭიაბრიშვილი 1.0 - გუნდი ათამაშა ტაქტიკით, რომელსაც ძირითადად არ იყენებს. მისმა სამმცველიანმა ტაქტიკამ უარესი შედეგი გამოიღო, რადგან ეს ფეხბურთელები ერთმანეთს პირიქით ხელს უშლიდნენ ვიდრე აზღვევდნენ. გუნდი არ თამაშობდა პირველ ნომრად და აქცენტირებული იყო პირველი შეხვედრის შედეგის შენარჩუნებაზე. თბილისელთა მთლიანი მატჩი აგებული იყო, კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე. შეხვედრის არცერთ მომენტში გუნდს არ ჰქონდა განსაზღვრული კომბინაცია, ყოველი შეტევა ფეხბურთელთა განუსაზღვრელი მოქმედებით სრულდებოდა.

alt"საბურთალო" - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და მიზეზები

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
გალაქტიონ მეგობარო,მესმის რომ ეს შენი სამსახუერეობრივი მავალეობაა,შენს საქმეს აკეთებ,მაგრამ სიყალბის შეფასება არ მესმის როგორ ხდება.
გიოშა
13:46 17-08-2019
1
კოხრეიძეც ერთიანს იმსახურებს იმ უმსგავსო უკან პასის გამო.



2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული