ცნობილი გახდა თურქული კლუბის ვინაობა, რომელსაც ლევან შენგელიას გადაბირება სურს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა eldia.es, რომელიც "ტენერიფეს" ამბებს აშუქებს ხოლმე, აცხადებს, რომ "ქონიასპორი" არის ის თურქული კლუბი, რომელმაც ლევან შენგელიას უკეთესი კონტრაქტი შესთავაზა.

გამოცემის მიხედვით, ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არაა, თუმცა კანარის კუნძულების გუნდმა უკვე დაიწყო ახალ ვარიანტზე მუშაობა და ნაკლებად სავარაუდოა ქართველი გარემარბის ესპანურ კლუბში გადასვლა.

რაც შეეხება "ქონიასპორს", გუნდმა გასული სეზონი თურქეთის სუპერლიგაში მე-8 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად 3 ქულა დააკლდა. წლევანდელი ჩემპიონატი კი "ანკარაგიუჯიუსთან" სახლში ნათამაშები ფრით დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 26 /
აქ დარჩენით რა პერსპექტივა აქვს? იქ თუ თავი გამოიჩინა ბეშიქთაშის, გალათასარაის, ფენერბახჩეს ყურადღებას მიიქცევს და აქ დარჩენით რას იზამს? ქართველი ფეხბურთელისათვის ერთადერთი თავის წარმოჩენის საშუალება ევრო ტურნირებია იქნებ ვინმემ შეამჩნიოს, შეხვდება რომელიმე ქართული კლუბი არარატს ან ლიხტენშტეინის რომელიმე გუნდს, ფეხბურთელს გონია ცოტა წინ წაიწევს კლუბი ევროტურნირებისკენ, იქნებ ჯგუფშიც მოხვდნენ.... ჰოდა ამ ოცნებებშია ფეხბურთელი და ამ დროს მოდის კლუბის ხელმძღვანელობისგან დავალება თამაში უნდა ჩავუშვათო)) ფაფუ ოცნებები, ფაფუ ფეხბურთელის კარიერის კიდე ერთი წელი, ფაფუ ოცნება უკეთეს ჩემპიონატში მოხვედრის, კიდე ამ ჭაობში უნდა ჩარჩეს რასაც ქართული საფეხბურთო ჩემპიონატი ქვია, და ასე გრძელდება წლიდან წლამდე, მოდი ეხლა და ამის შემდეგ ქონიაში კიარა მეორე დივიზიონის გირესუნსპორში ნუ წახვალ
dinamo
13:43 20-08-2019
4
მინდოდა გრძლად დამეწერა თუ რატომ სჯობდა სეგუნდა თურქეთს მაგრამ მეზარება მარტივად - მორჩა ამის ფეხბურთი. შეეშინდა ესპანეთის ნაღდი ფული არჩია. აწი ურალ, ტიუმენ, ალანიებში იმოგზაურებს ჭანტურიასი არ იყოს
მწარე
20:20 20-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული