ლევან შენგელიას არჩევანი - დაბალი ხელფასი, კანარის კუნძულები თუ ანატოლია?

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

ლევან შენგელიას თბილისის "დინამოში" კონტრაქტი ეწურება და ქართველი შემტევი აღარ აპირებს ეროვნულ ლიგაში დარჩენას.

როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, შენგელიას არჩევანის გაკეთება თურქეთსა და ესპანეთს შორის მოუწევს. კერძოდ, ყველაზე მეტად დაკავშირებულია ორ კლუბთან: "ქონიასპორთან" და "კადისთან".

შენგელიას ლეგიონერობის გამოცდილება აქვს, ის თბილისის "დინამოში" ჩამოსვლამდე სამხრეთ კორეაში, "დაეხეონ სიტიზენში" თამაშობდა; მანამდე ბელგიურ "ტუბიცეში" იმყოფებოდა.

ესპანური ვარიანტი

"კადისის" გარდა, კლუბი, რომელიც ესპანეთიდან ინტერესს გამოხატავს, "ტენერიფეა". ორივე სეგუნდა დივიზიონის კლუბია. "კადისი" ლა ლიგაში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო "ტენერიფე" - სეგუნდა დივიზიონში დასარჩენად.

დაუზუსტებელი ინფორმაციით,
შენგელიას "კადისი" ხელფასის სახით 3 000 ევროს სთავაზობს, რაც დიდი ალბათობით, ამ კლუბში გაადასვლის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. თუმცა ამ გუნდის უპირატესობა პრიმერა დივიზიონის პერსპექტივაა. ამავდროულად, დიდი ალბათობით, კლუბი მას სათადარიგო ფეხბურთელად განიხილავს, რადგან მათ ძირითადი შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებული აქვთ.

კადისი ანდალუსიის საპორტო ქალაქია, რომელსაც 25 000-იანი სტადიონი "ესტადიო რამონ დე კარანსა" აქვს.

Sportall.Ge

რაც შეეხება "ტენერიფეს", გუნდს ძალიან სჭირდება კარგი შემტევები, რადგან არცთუ ისე კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ამ ვარიანტის შემთხვევაში შენგელიას პირდაპირ მოედანზე ვიხილავთ.

"ტენერიფეში" თამაშს ერთი მთავარი უპირატესობა აქვს, ის კანარის კუნძულებზეა და იქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი სიამოვნება იქნება. კლუბი "ესტადიო ჰელიოდორო როდრიგეს ლოპესზე" თამაშობს, რომელიც დაახლოებით 22 000 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

რაც შეეხება ქართველების გამოცდილებას სეგუნდა დივიზიონში, არცთუ ისე ნაყოფიერია. ბოლო წლებში სეგუნდაზე არჩევანი სამმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გააკეთა - გიორგი აბურჯანიამ, ოთარ კაკაბაძემ და გიორგი პაპუნაშვილმა.

გიორგი აბურჯანიამ "ხიმნასტიკში" თავი კარგად დაიმკვიდრა, მაგრამ "სევილიას" მეორე გუნდში წასვლის შემდეგ მისი კარიერა აირია.

ოთარ კაკაბაძესაც არ გასჭირვებია "ხიმნასტიკში" თავის დამკვიდრება, თუმცა განვითარება ვერ შეძლო და ბოლოს სეგუნდა დივიზიონი დატოვა.

გიორგი პაპუნაშვილი დღემდე სეგუნდა დივიზიონში თამაშობს. "სარაგოსა" პრიმერაში მოსახვედრად იბრძვის. პაპუნაშვილს აქვს სათამაშო დრო, თუმცა მას ხშირად ტრავმები აწუხებს.

თურქული ვარიანტი

თურქეთის სუპერლიგა ევროპის მეათე ჩემპიონატია. ის უფრო წინაა, ვიდრე თუნდაც ჰოლანდიის ჩემპიონატი. ამ ლიგიდან ქართველ ფეხბურთელებზე ნაკლები მოთხოვნაა, ბოლო პერიოდში ძირითადად თურქეთის რანგით მეორე ლიგის კლუბები აქტიურობდნენ. შენგელიას მიმართ ინტერესი არცთუ ისე ძლიერ "ქონიასპორს" აქვს.

შენგელიას ბოლო ინტერვიუში საუბარი იყო, რომ ის, დიდი ალბათობით, თურქეთში წავიდოდა. ჩვენს მეზობლებთან ფეხბურთელების სახელფასო დონე მაღალია და ამიტომ ცნობილი საფეხბურთო ვარსკვლავებიც თურქეთის სუპერლიგას ხშირად ირჩევენ.

ვერც იმას ვიტყვით, რომ თუნდაც თურქულ კლუბში ძირითად შემადგენლობაში ათამაშებენ. მარჯვენა ფლანგზე ომერ ალი შაჰინერი თამაშობს, რომელიც შეუცვლელი ფიგურაა და თან ადგილობრივია, თუმცა არ ჰყავთ მისი სათადარიგო ფეხბურთელი.

ამავდროულად, კლუბში ძალიან ბევრი შემტევი ნახევარმცველია, რომლებიც ძირითადად ფორვარდის უკან მოქმედებენ. ვაკანტურია მარცხენა ფლანგი, მაგრამ რამდენად მოხდება შენგელიას იქ ადაპტაცია, ეს კიდევ გასარკვევია.

ქალაქი ქონია ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს. მას საკმაოდ ლამაზი სტადიონი აქვს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა. "ბაიუქშეჰირის" სტადიონი 37 829 ადამიანს იტევს.

Sportall.Ge

altცნობილი გახდა თურქული კლუბის ვინაობა, რომელსაც ლევან შენგელიას გადაბირება სურს

altლევან შენგელია: ყველაფერი იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ

altdiariodecadiz: "კადისი" არ აპირებს შენგელიას მთელი ზაფხული ელოდოს

მკითხველის კომენტარები / 5 /
3000 ევროს სთავაზობენ? კვირაშI თუ ტვეში? 2000-1500 ევრო აქვთ ესპანეთის 4 დივიზიონის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებს მეორე დივიზიონში უბრალოდ გამორიცხულია თვეში 3000, ევრო ქონდეს რომელიმე ფეხბურთელს მესამე მეკარესაც კი, ნუ იგონებთ ნუ ამართლებთ ტენერიფე ან თურქები რამდენს სთავაზობენ იმას რატომ არ წერთ, რა გინდათ ტქვათ რომ პაპუნაშვილს 3-4 -5 ატაზე მეტი არ აქვს ხელფასი სარაგოსაში? )))
va-le
16:47 21-08-2019
2
ქონია ერთ-ერთი ყველაზე ისლამისტური ქალაქია მთელ თურქეთში. იქ ცხოვრებით ნასიამოვნები ნამდვილად ვერ დარჩება.
გიორგი
17:34 21-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული