ხობის "კოლხეთის" კაპიტანმა "მეშახტეს" ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო და ვიდეო: facebook.com/pg/სკ-მეშახტე-ტყიბული-FC-Meshakhte-Tkibuli

ტყიბულის "მეშახტე" "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ ხობის "კოლხეთთან" მატჩისას მეტოქე გუნდის კაპიტანმა გიორგი გოგენიამ მათი გუნდის მცველი ზურა გელაშვილი სიკვდილს გადაარჩინა:

"გუშინ ტყიბულის სტადიონზე "მეშახატესა" და ხობის "კოლხეთს" შორის მატჩში საჰაერო ორთაბრძოლის დროს შეჯახების შედეგად ზურა გელაშვილმა და ირაკლი ჭანკვეტაძემ მძიმე ტრავმები მიიღეს.

გელაშვილმა შეჯახებისთანავე გონება დაკარგა, რასაც მოედანზე პანიკა მოჰყვა. სწორედ ამ დროს მეტოქე ფეხბურთელი გიორგი გოგენია ყველაზე სწრაფად გაერკვა ტრავმის სიმძიმეში და ზურას სიცოცხლე საკუთარი ხელებით გადაარჩინა, რის გამოც თავადაც მიიღო სხეულის დაზიანება. დახმარების აღმოჩენა
რამდენიმე წამიც რომ დაგვიანებულიყო, შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებულიყო.

ტყიბულის "მეშახტე", სრული შემადგენლობით და გუნდის გულშემატკივრები მადლობას ვუხდით ხობის "კოლხეთის" კაპიტანს.

ეს ის მომენტია, როცა სიტყვები ზედმეტია!

ფეხბურთი - ეს ურთიერთპატივისცემაა!"

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
და რომ დაწეროთ როგორ არის ერთი ან მეორე არ შეგიძლიათ?
ჯონდი ბაღათურია
12:21 09-10-2019
0
ვაჟკაცი ბრძოლის ველზეც ვაჟკაცია.
temo
11:08 09-10-2019
0

სიახლეები პოპულარული