ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ოფიციალურად დავაჯილდოეთ საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის ჩემპიონი გუნდი "ლანჩხუთი", რომელმაც ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა. ყველას გვიხარია, რომ გუნდმა დამსახურებულად მოიგო აღნიშნული გათამაშება და მომდევნო წელს ჩვენს ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.
ქალთა ფეხბურთის მიმართულებით, ლანჩხუთში ნამდვილად
ქალთა ფეხბურთი ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამას ჩვენი მიდგომით ყოველწლიურად ვამტკიცებთ. გვიხარია, რომ უკვე კონკრეტული შედეგები გვაქვს. წარმატებას ვუსურვებ "ლანჩხუთს" და ყველა ქალ ფეხბურთელს. მოვუწოდებ გოგონებს, ითამაშონ ფეხბურთი, ისიამოვნონ ამით და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მათ".
საქართველოს ქალთა ლიგის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან "ლანჩხუთმა" 17 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და უშუალო კონკურენტს, თბილისის "ნიკეს" ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ჩემპიონის სტატუსით "ლანჩხუთი" საქართველოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით